top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შეიძლება თუ არა 5 აპრილს სასაფლაოზე გასვლა და სუფრის გაშლა


საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, აღდგომის მეორე დღეს ქრისტიანები მიცვალებულებს მიაგებენ პატივს და სასაფლაოზე გადიან.


კორონავისრუისთ გამოწვეული პანდემიის გამო, წელს 5 პარილს მთავრობა კრძალავს სასაფლაოზე სუფრის გაშლას. თუმცა მსურველებს შეუძლიათ საფლავზე გავიდნენ და სანთელი დაანთონ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ საინფორმაციო სააგენტო "სამხრეთის კარიბჭეს" დაუდასტურა:


"კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების მრევლისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა არ იგეგმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდევების თანახმად, აკრძალულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებაზე 10–ზე მეტი ადამინის შეკრება. შესაბამისად, დაუშვებელია სასაფლაოებზე 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ე.წ „სუფრული შეკრების“ გამართვა,"– განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში "სამხრეთის კარიბჭესთან".


შეზღუდვა მოქმედებდა გასულ წელსაც. მაშინ როგორც "სუფრული შეკრება", ასევე სასაფლაოზე 10 ადამიანის ერთად გასვლაც იკრძალებოდა.


catholic.ge

Comments


bottom of page