საბერძნეთსა და კვიპროსში 35-ე სამოციქულო ვიზიტის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ უპასუხა ბორტზე თანმხლები ჟურნალისტების კითხვებს. მათ შორის კითხვას, აპირებს თუ არა ის შეხვედრას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან.
რუსმა ჟურნალისტმა ვერა შერბაკოვამ (ITAR-TASS) წმინდა მამას ჰკითხა, აპირებს თუ არა ის შეხვედრას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან, ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. პაპის თქმით, პატრიარქ კირილესთან შეხვედრა შორს არ არის და ამისთვის კონკრეტული მზადება მომავალი კვირიდან დაიწყება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით: „პატრიარქს მოუწევს წასვლა, ალბათ, ფინეთში და მე ყოველთვის მზად ვარ მოსკოვში წავიდე ჩემს ძმასთან სასაუბროდ. ძმებთან, მართლმადიდებელ ძმებთან, კირილესთან, ოქროპირთან, იერონიმესთან დიალოგისთვის პროტოკოლები არ არის საჭირო, შეხვედრისას ძმებივით ვისაუბრებთ პირისპირ“, – აღნიშნა წმინდა მამამ.
„ძალიან კარგია, როცა ძმები კამათობენ, რადგან ისინი ერთ დედას, დედა ეკლესიას ეკუთვნიან. გარკვეულწილად ისინი იყოფიან - ზოგი მათი მემკვიდრეობის გამო, ზოგიც ისტორიის გამო, რომელმაც გაყო ისინი. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ერთად ვიაროთ და ერთად ვიშრომოთ ერთიანობისთვის“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments