top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შეხვედრა კატეხისტების გადამზადებისათვის

  • Apr 25
  • 1 min read

25 აპრილს, კათოლიკე ეკლესიის სამხრეთის დეკანატში კატეხისტების გადამზადებისათვის შეხვედრა მოეწყო.

 

მამა ბექა ჩილიგარაშვილის ფოტო
მამა ბექა ჩილიგარაშვილის ფოტო

კატეხისტთა შეხვედრა ახალციხეში, კაპუცინ ძმათა მონასტერში გაიმართა. მასში მონაწილეობა ვალის, არლისა და ახალციხის სამრევლოების კატეხისტებმა და ანიმატორებმა მიიღეს.


შეხვედრა სამლოცველოში ლოცვით დაიწყო, შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.


პირველ ეტაპზე, მამა დარიუშ კომადოვსკიმ მონაწილეებთან კატეხისტის სულიერი მომზადების შესახებ ისაუბრა და იმ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო, რომელიც თავად კატეხისტს უნდა ახასიათებდეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კი, უფრო პრაქტიკულ საკითხებს დაეთმო, კერძოდ: როგორ მოვამზადოთ კატეხიზაცია და  დავგეგმოთ საკატეხიზაციო საათი, როგორ განვსაზღვროთ თემა, ასევე ბავშვებთან წარდგენის მეთოდი და რა სახის რესურსები გამოვიყენოთ. ამ საკითხებზე მამა ბექა ჩილინგარაშვილმა ისაუბრა.



შეხვედრაზე კატეხისტებმა პრაქტიკულად დაგეგმეს თემები, შემდეგ კი რამდენიმე როლური თამაში თავადვე მოაწყვეს.


დღევანდელი შეხვედრა სამხრეთის დეკანატის ორგანიზებით მოეწყო. მათი განმარტებით, ასეთი, ფორმაციული ტიპის შეხვედრები სამომავლოდ, ეტაპობრივად  განხორციელდება.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page