top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'შიმშილი – ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია' – პაპი ფრანცისკე


გაეროს გენერალურ მდივანს, ანტუან გუტერიშს პაპმა ფრანცისკემ გზავნილი გაუგზავნა, რომელიც საკვების სისტემების საკითხს ეხება. იგი რომში, 26–28 ივლისს გაეროს სამიტზე განიხილეს.



წმინდა მამა ამ ღონისძიებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პანდემიამ სისტემური უსამართლობის წინაშე აღმოგვაჩინა, რაც ჩვენი, კაცობრიობის ოჯახურ ერთობას ანგრევს: „ჩვენს საერთო სახლში სიღარიბე და ზარალი იზრდება, ღვთისგან ბოძებულის ბოროტი და უსამართლო გამოყენებით“.


პაპმასამიტს რადიკალური ცვილებებისაკენ მოუწოდა და განმარტა, რომ „საკმარისი არ არის გლობარული წარმოებისათვის ტექნოლოგიური განვითარება, თუ შედეგად ბუნება ნადგურდება, ფართოვდება შინაგანი და გარეგანი (სულიერი მათ შორის) უდაბურობა და ბევრი ადამიანი საარსებო პურის გარეშე რჩება. ეს კი ნამდვილი სკანდალია, ადამიანის ძირეული უფლებების დარღვევა და უსამართლობა, რომლის აღმოფხვრაც ყოველი ჩვენგანის ვალია კონკრეტული ქმედებებით.უნდა გატარდეს გაბედული პოლიტიკა,როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეებზე“, – აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.


წმინდა მამა გამოვიდა ინიციატივით, სადაც ამბობს, რომ გულდასმით უნდა გადაიხედოს კვებითი სისტემის საკითხი, რათა პატივი ეცეს ადგილობრივ კულტურებს. ეს უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი ეკონიმიკის გაძლიერებას, კვების გაუმჯობესებას, საკვები ნარჩენების შემცირებასა და ყველასთვის ხელმისაწვდომ კვებას. ასეთი ცვლილებები უნდა მიიღწევოდეს შიგნიდან. ნულოვან შიმშილს ვერ მივაღწევთ საკვების უბრალო წარმოებით, არამედ ფასეულობებისადმი სხვა მიდგომით, ახალი მენტალობითა და კვებითი სისტემების შექმნით, რომელიც დაიცავს დედამიწას ადმიანის ღირსებას.


“იმისათვის, რომ გამოკვებო სამყარო მომავლის დაზარალების გარეშე, ღირსეული შრომა უნდა იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი ადგილობრივ დონეებზე. აუცილებელია სასოფლო–სამეურნეო სექტორს მიეცეს პრიორიტეტული როლი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდგომ აღდგენით პროცესში. პრივილეგირებულ სუბიექტებად უნდა იქნენ მიჩნეული ფერმერები და გლეხები, მხოლოდ მათი ყოფისუკეთ გაგებით ვერ მოხერხდება ტრადიციული ცოდნის გაფრთხილება“, – ნათქვამია პაპის მიმართვაში.


კვებითი სისტემის ჩამოყალიბების უდიდეს როლს თამაშობს ოჯახი, რადგანაც იქ სწავლობს ადამიანი მიწის ნაყოფის სწორ გამოყენებას. სწორედ, ოჯახში შეუძლია აღმოაჩინოს ადამიანმა პირადი და საერთო სიკეთეები. ეფექტურმა პოლიტიკამ უნდა დააკმაყოფილოს სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგზარდები, ქალები და ფერმერები ყველაზე მოწყვლად და შორეულ რეგიონებში. რომის ეპისკოპოსის აზრით, არსებობს ძლიერი ეკონომიკური ინტერესი,რაც ხელს უშლის კვებითი სისტების ჩამოყალიბებას, რაც უპასუხებდა საერთო სიკეთეების ფასეულობებს.


წმინდა მამა ამბობს, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია განახორციელოს თავისი ოცნება მშვიდობის, საარსებო პურის, წყლის, წამლის და სხვა მიღწევადი სიკეთეებით. ესგანსაკუთრებით ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენას. სწორდ ამ სასიკეთო საქმეებს ემსახურება წმინდა საყდარი და კათოლიკე ეკლესია, სადაც გაერთიანებულია ნება და ძალები, ქმედებები და ბრძნული გადაწყვეტილებები.


გზავნილის ბოლოს, პაპი ფრანცისკე გამოხატავს სურვილს, რომ დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ იყოს გარიყული და ყველას შეეძლოს დააკმაყოფილოს თავისი ძირეული მოთხოვნილებები მშვიდობიანი და ძმური საზოგადოების შენებითა და აყვავებით.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Yorumlar


bottom of page