top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'შიმშილი უნდა მოისპოს' - პაპი სურსათის მსოფლიო დღეზე

16 ოქტომბერს, სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ გაეროს სურსათისა და მსოფლიო მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. “მსოფლიო ომშია ჩაფლული და ამან უნდა დაგვაფიქროს”, – წერს პაპი.


წმინდა მამამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია მრავალრიცხოვანი კრიზისების გამკლავება დამარცხებული კაცობრიობის ფონზე „თუ არ ვიშრომებთ და არ ვიმოძრავებთ ერთად. ვალდებულნი ვართ სხვები ისე მივიღოთ, როგორც საკუთარი ძმები და დები, საკუთარი ოჯახის წევრები, რომელთა ტანჯვებსა და საჭიროებებს ყოველი ჩვენგანი გულთან მიიტანს“.


პაპის თქმით, სურსათის მსოფლიო დღეზე ფიქრისას, რომელიც ამ წელს კვების წარმოებას, გარემოსა და ყველასთვის ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას შეეხება, აუცილებელია ზომიერების დაგეგმარება – „რისი წყალობითაც შევძლებთ ტოტალური შიმშილის აღმოფხვრასა და საკვების უკმარისობას, სადაც არ ვიქნებით შეზღუდულნი ელემენტარულ კითხვებსა და პასუხებში. საკითხის გრძელვადიანი და სამართლიანი მოგვარების მისაღწევად, აუცილებელია სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია საკვების ნაკლებობის მოგვარებასთან“.


პაპი FAO–ს ურჩევს, რომ ნებისმიერი სტრატეგიის მოტივი იყოს ადამიანები კონკრეტული ისტორიითა და სახეებით, რომლებიც ცხოვრობენ გარკვეულ ადგილებში. „არ შეიძლება მათში გამუდმებით ხედავდეთ ციფრებს, მონაცემებსა და სტატისტიკებს“. პაპი სთავაზობს ორგანიზაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის კატეგორიას ლექსიკონში დაემატოს ახალი ტერმინი – “გულმოწყალე სიყვარული”. „იმისათვის, რომ საერთო სიკეთეებს მივყვეთ, საჭიროა ამ დამოკიდებულებას შევძინოთ ჰუმანურობა და სოლიდარულობა. ამისთვის კი საჭიროა მზერა მივაპყროთ უმთავრესს, იმას, რაც მოგვეცა უსასყიდლოდ, ქმნილებებსადა ადამიანებზე ზრუნვის კონცენტრაცია“.


წერილის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ ამოწმებს, რომ წმინდა საყდრისა და კათოლიკე ეკლესიის ვალდებულებაა FAO - სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც მოქმედებენ ღარიბთა სასარგებლოდ და პირველ ადგილზე აყენებენ ძმებს, ჰარმონიასა და ურთიერთთანამშრომლობას – „სწორედ ასე შევძლებთ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას, რომლებიც მსოფლიოს მოუტანს სარგებელს არა მხოლოდ დღეს, არამედ მომდევნო თაობებშიც“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page