• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შობა ღვთის ნიშანია ტანჯული სამყაროსთვის - პაპი ფრანცისკე


11 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ პირად აუციდენციაზე სლოვენიიდან და აბუროცოდან (იტალიის რეგიონი) მიიღო დელეგატები, რომლებმაც პეტრეს მოედანზე ჩამოიტანეს ნაძვის ხე და შობის სცენის კერამიკული ფიგურები.

წმინდა მამამ სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საშობაო ატრიბუტები არის განსაკუთრებული იმედის ნიშანი რომში მცხოვრებთა და ყველა მომლოცველისათვის, რომლებიც ვატიკანში წმ. პეტრეს მოედანზე მიდიან. „ნაძვის ხე და შობის სცენა ქმნიან სასიამოვნო ატმოსფეროს, რათა რწმენით განვიცადოთ გამომსყიდველის მოსვლა დედამიწაზე. შობის სცენაში, ყველა პერსონაჟი სახარებისეულ სიღარიბეზე გვესაუბრება, რომლსაც ჩვენ მივყავართ ნეტარების გზაზე, ვუჭვრეტთ რა წმინდა ოჯახს და სხვადასხვა პერსონაჟებს, ჩვენს გაოცებას იწვევს მათი განიარაღებული თავმდაბლობა“, - განაცხადა პაპმა.


პაპმა სტუმრებს მოუწოდა ხელახლა წაეკითხათ მისი გასული წლის წერილი საშობაო ბაგის შესახებ „Admirabile signum“.


მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ყველა მათ, რომლებიც მონაწილეობდნენ ნაძვის ხისა და საშობაო ფიგურების ტრანსპორტირებასა და მათ დამონტაჟებაში. წმინდა მამამ აღავლინა ლოცვა, რათა უფალმა ასმაგად დაააჯილდოვის მათი შრომა, სტუმრებს უსურვა ყოველივე საუკეთესო, იმედით აღსავსე შობის დღესასწაული და სთხოვა მისი სიტყვები გადაეცათ თავიანთი ოჯახებისა და თანამოქალაქეებისათვის.


/თარგმანი - შოთა გიქოშვილი/


წყარო: Vatican News