top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘შობის 100 სცენა ვატიკანში’ - გამოფენა რომში

წმინდა პეტრეს მოედნის კოლონადაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქრისტეს შობის125 ნამუშევარი გამოიფინება. გამოფენა გაიხსნება 24 დეკემბერს, წმინდა წლის დაწყებამდე და ღია იქნება 2025 წლის 6 იანვრამდე.


საერთაშორისო გამოფენა “შობის 100 სცენა ვატიკანში” წელს მეშვიდედ გაიმართება. იგი 2025 წლის იუბილის გახსნამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოეწყობა და გახსნიან არქიეპისკოპოსი ფიზიკელა, სახარების დიკასტერიის წევრები და რომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

გამოფენა აერთიანებს მთელი მსოფლიოს მხატვრების ნამუშევრებს. მათი  უმრავლესობა შთაგონებულია თემით “იმედი, რომელიც არასოდეს გაგიცრუვდება” და აღებულია წმიდა წლისადმი მიძღვნილი ბულადან. გამოფენა არის Rassegna Giubileo è cultura-ს ერთ-ერთი ეტაპი.

 

საზეიმო გამოფენა გაიხსნება 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, რომში, წმიდა პეტრეს მოედანზე. წარმოდგენილი იქნებ ხელოვნების ნიმუშად აღიარებული ათობით  საშობაო ბაგა. დასწრება ყველა მსურველისთვის შესაძლებელი იქნება.

 

გამოფენა დაიხურება 2025 წლის 6 იანვარს, 19:30 საათზე. მისი დათვალიერება შესაძლებელია ყოველდღე 10:00 –დან 17:00 საათამდე, უსასყიდლოდ.

 

შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page