
არქეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს ლურსმანი შეიძლება ზუსტად ჯვარცმის ლურსმანი იყოს.
ერთი ლურსმანი
მილევსკის მონასტრის მიწისქვეშა გათხრების დროს ჩეხმა არქეოლოგებმა ლურსმანი იპოვნეს. ამის შესახებ, ჩეხური საინფორმაციო სააგენტო СТК, ბრიტანული გაზეთის The Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.
მილევსკის მონასტერი, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში დაარსდა, ბევრ საიდუმლო ოთახს ინახავს. სწორედ ერთ-ერთ ოთახში ინახებოდა ჟანგიანი ლურსმანი, რომელიც მოთავსებული იყო ხის ყუთში. ყუთი გარედან მორთულია ოქროს ფილით, რომელზეც გამოსახულია ჯვარი და წარწერა I და R.

წარმოდგენილი ასოები შეიძლება გაიშიფროს, როგორც Jesus Rex (იესო მეფე).
ზუსტად ასე ინახავდნენ შუა საუკუნეებში ქრისტიანულ სიწმინდეებს. მუხა, რომლისგანაც დამზადებული იყო ხის ყუთი, დაახლოებით 2000 წელს ითვლის. ყუთი გადამალული იყო, რათა ჰუსიტებს (ჰუსიტების მოძრაობა XV საუკუნის ჩეხეთში, რომელიც ატარებდა ანტიკათოლიკურ იდეებს) არ გაენდგურებინათ. მათ 1420 წელს დაიპყრეს და გადასწვეს მილევკის მონასტერი. სავარაუდოდ, სწორედ იმ დროიდან ლურსმანი ინახება გასაიდუმლოებულ ოთახში.

ჩეხი არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იმ დროინდელი ბერებისათვის ლურსმანი წარმოადგენდა მართლაც შეუფასებელ განძს, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ ეს ლურსმანი სწორედ ქრისტეს ჯვარცმის ლურსმანი შეიძლება იყოს.
ნამდვილად ორიგინალია თუ არა ეს ლურსმანი, ამაში დარწმუნება შეუძლებელია, თუმცა ამ ფაქტს სრულადაც არ გამორიცხვაენ, რადგანაც ლეგენდის თანახმად, წმინდა ელენემ იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 300 წლის შემდეგ, იერუსალიმში იმოგზაურა და მან არა მხოლოდ გამოქვაბული აღმოაჩინა, სადაც ქრისტე იყო დამარხული, არამედ ასევე იპოვა ქრისტეს ჯვრის ნაწილები და ოთი ლურსმანი, რომლებიც საჩუქრად შვილს, იმპერატორ კონსტანტინეს ჩამოუტანა, მან კი თავის მხრივ, შინახა ხის ყუთებში და დაურიგა საჩუქრად იმ დროინდელ გამოჩენილ პიროვნებებს. ერთ-ერთი მათგანი კი, მოხვდა მილევსკის მონასტერში.
თუ რა თქმა უნდა, ბერებს ყალბი ნამუშევარი არ შეაპარეს.

კიდევ ორი ლურსმანი
მღვდელმთავარ კაიაფას საფლავზე აღმოჩენილ კიდევ ორ ლურსმანს, ისტორია უფრო შორს მიჰყავს. მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ლურსმნების შესწავლისას, ებრაელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს, გამოცემა „კომსომოლკი“ წერს.

1990 წელს, იერუასლიმში, აბუ-ტორის რეგიონში, ერთ-ერთი სამარხის გახსნინსას აღმოაჩინეს ლურსმნები - 8 სანტიმეტრის სიგრძის, მომრგვალებული ქუდებით.
აღმოჩნდა, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა მღვდლემთავარ კაიაფას. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იესო ქრისტე ჯვარზე სიკვდილისთვის გაიმეტა.
წყარო: www.dailymail.co.uk
თარგმანი: შოთა გიქოშვილი