“შერიგება შესაძლებელია, ეს უნდა იყოს ახალგაზრდა თაობის მთავარი ამოცანა“, - ამბობს კანადაში ინდიელთა ერთ-ერთი ბელადი ვილტონ ლიტლეჩილდი და პაპის ვიზიტს თავისი ხალხისათვის დიდ კურთხევას უწოდებს.
ინდიელი ლიდერის აზრით, წმინდა მამის სიტყვები და ჟესტები მომავალ თაობებს დაეხმარება ჭეშმარიტ შერიგებაში. როგორც ის აღნიშნავს, კანადაში მცხოვრები ადგილობრივი ახალგაზრდების 70% დარწმუნებულია, რომ ეს მათ სიცოცხლეში მოხდება.
„ვფიქრობ, რომ პაპის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ გზაზე, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო. ამის წყალობით,შერიგების პროცესში ჩავერთეთ. შერიგება იქნება ამ ვიზიტის მომდევნო ნაბიჯი. ახლა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ, ვითანამშრომლოთ, ერთად ვიაროთ მშვიდობის, სამართლიანობისა და შერიგებისკენ. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ვფიქრობთ ახალგაზრდებზე. მათ სურთ იმედით სავსე მომავალი. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას შერიგების გზით მიაღწევენ. პაპის ვიზიტი კურთხევაა, ნამდვილი კურთხევა. პირველ რიგში იგი ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში. ამას არ ველოდი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მისი სიტყვები ყველა ჩვენგანისთვის განკურნება იყო“, – განაცხადა ბელადმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
コメント