მსოფლიოში ყველაზე მაღალი სამლოცველო მადრიდში, Torre Espacio - ს შენობის 33-ე სართულზე მდებარეობს და იგი მიწიდან 135 მეტრის სიმაღლეზეა.
მადრიდის ერთ-ერთი ცათამბჯენის 33-ე სართულზე, საიდანაც ესპანეთის დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება, სამლოცველოა განთავსებული.
„შვიდი წელი ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ მადრიდის ნაწილში, ხშირად მიწევდა ცენტრში მანქანით გასვლა, ადმინისტრაციულ საკითხებზე.
ბურგოსის ( A-1). ან ლაკმენარის გზის გავლით საცობები ხშირად საათობით გრძელდება.
სანამ მანქანაში ვიჯექი, ავიხედე და დავინახე მადრიდის ერთ-ერთი მაღალი ბიზნეს ცენტრი, სადაც მწვანე შუქი ციმციმებდა. თავიდან გამიკვირდა და გადავწყვიტე ვინმე ადგილობრივისთვის მეკითხა ამაზე.
ვერ აღგიწერთ, როგორი გაკვირვებული დავრჩი, როცა ვახშამზე მეგობრებმა მითხრეს, რომ იქ, იმ ცათამბჯენზე პატარა სამლოცველო მდებარეობდა, სადაც ყოველდღიურად აღევლინებოდა წმინდა წირვა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის პროტოკოლიდან გამომდინარე, Torre Espacio=ს შენობაში უცხოებს არ შეუძლიათ შესვლა.
იმ მოციმციმე შუქის არსებობის მიზეზი კი ის იყო, რომ იგი თვალსაჩინო ყოფილიყო რამდენიმე კილომეტრიდანაც კი. მისი დანახვა ასევე შესაძლებელია უახლოესი საავადმყოფოებიდანაც, რაც ნუგეშია ავადმყოფთა და მათი ოჯახებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილდება. საცობშიც თუ მოხვდები თქვენს მზერას მიიპყრობს.
რატომ მწვანე შუქი? თავდაპირველად იყო წითელი, მაგრამ AENA-მ (Aerpuertos Espanioles y Navegacion Aerea) ურჩია, რომ იგი შეეცვალათ, რათა წითელ შუქს მფრინავებისთვის თავგზა არ აებნია.
ამ ბიზნეს-ცენტრის კომპლექსში სამლოცველოს გაკეთების ინიციატივა 2010 წელს ამავე ცათამბჯენში მომუშავე პერსონალს გაუჩნდა. მათ საერთო მოთხოვნილება გამოხატეს და სამლოცველო დააპროექტეს. გარდა ამისა, მათ მიმართეს ადგილობრივ არქიეპისკოპოსს, რათა საჭირო ნებართვა მიეღოთ.
შემთხვევითი არ არის 33–ე სართული, რომელზეც სამლოცველოა განთავსებული. კათოლიკე ქრისტიანებისათვის ამ რიცხვს ღრმა მნიშვნელობა აქვს, რადგანაც 33 წლის ასაკში იესო ქრისტე ჯვარზე მოკლეს.
წმინდა წირვის დრო თანამშრომელთა განრიგზე მორგებულია. რადგანაც ისინი ოთხშაბათისა და შაბათის გარდა, ყოველდღე სამუშაოზე 8:30 საათზე ცხადდებიან, წმ. წირვა სადილის შესვენების დროს, 14.05 საათზე აქვთ.
წირვის წინ, ხშირად შეხვდებით ელეგანტურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილ ადამიანებს, რომლებიც წმინდა წირვაზე დასასწრებად მიიჩქარიან, ხოლო წირვის შემდეგ, ყველა სწრაფად უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. შენობაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ დღის უმთავრესი მომენტში 20 წუთიან წმინდა წირვის ზეიმით ასრულებენ.
როცა მგზავრობ, ცათამბჯენიდან გამოსული მწვანე შუქის ციმციმი გეხმარება, თავი ისე იგრძნო, რომ ვიღაც მუდმივად მიგაცილებს გზაზე.
ვფიქრობ ავადმყოფებზე, რომლებიც საავადმყოფოს საწოლებს არიან მიჯაჭვულნი, განსაკუთრებით კი მათზე, რომლებსაც გაუმართლათ და მათი ფანჯრის ხედი შეჰყურებს Torre Espacios-ს ცათამბჯენს. ეს პატარა შუქი ეხმარება მათ გაიგონ ავადმყოფობის და გამოჯანმრთელების არსი, შეიძლება ასევე ეხმარება მათ ოჯახებსაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ საავადმყოფოში ყოფნა რთულია, როგორც პაციენტისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვისაც.
ასევე იმ ათასობით ავტომობილის მძღოლთათვის, რომლებიც დილით ადრე გადაადგილდებიან სამსახურებისკენ ან სკოლებისკენ, შეიძლება ეს შუქი უბრალოდ მოელვარე მწვანე შუქი იყოს, ხოლო ზოგისთვის იმ იესო ქრისტეს რეალურ ყოფნას ნიშნავდეს, რომელიც ოდესღაც დედამიწაზე დადიოდა.
წყარო: it.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments