ცვლილებები იერუსალიმში მიმლოცველობასთან დაკავშირებით
- catholic.ge
- Mar 12
- 1 min read

2025 წლის 25 თებერვალს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციამ წმიდა მიწაზე დაგეგმილი მიმლოცველობის დეტალები გაასაჯაროვა. მაშინ ნათქვამი იყო, რომ წმიდა მიწის მოსანახულებლად მიმლოცველობა გაიმართებოდა 2025 წლის ივლისში ან აგვისტოში, თუმცა თარიღში ცვლილება შევიდა –
ახალი ინფორმაციით, მიმლოცველობა გაიმართება ოქტომბერში. CATHOLIC.GE უცვლელად გთავაზობთ მეუფე ჯუზეპე პაზოტოს წერილს:
"ამ საიუბილეო წელიწადში, როგორც ცნობილია, რომის მოლოცვის გარდა, შესაძლებელია წმ. მიწის მოლოცვაც, რომლის თარიღი არ იქნება, არც ივლისი და არც აგვისტო, როგორც აქამდე იყო ნათქვამი, არამედ, ოქტომბრის თვეში – 2025 წლის 13-19 ოქტომბერი.
ამრიგად, მონაწილეობის მსურველები უნდა ჩაეწერონ ადმინისტრაციის სამდივნოში,
ლალი მარგველაშვილთან (ტელ.: 597 11 38 25) მარტის თვის ბოლომდე.
ქალბატონი ლალი გასცემს პასუხს ყველა შესაძლო შეკითხვას.
უღრმესი მადლობა!
მეუფე ჯუზეპე პაზოტო"
მიმლოცველობის სხვა დეტალების სანახავად გადადით ბმულზე – მიმლოცველობა წმიდა მიწაზე
Comments