• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ძვირფასო პაპო, გელოდებით საავადმყოფოს სათამაშო დარბაზში’ – პატარა პაციენტები

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, პაპ ფრანცისკეს ბავშვთა ნეიროქიურიგიული და ონკოლოგიური განყოფილების პატარა პაციენტებმა საყვარელი ნახატები გაუგზავნეს.


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პაპ ფრანცისკეს „ჯემელის“ საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული სტენოზის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომის სხვადასხვა საავადმყოფოდან პატარა პაციენტებმა მას საკუთარი ხელით დაწერილი ღია ბარათები გაუგზავნეს და გამოჯანმრთელება უსურვეს.


“ძვირფასო პაპო ფრანცისკე, შეიგრძენი ჩემი ლოცვა ისე, როგორც მე ვგრძნობდი შენს ლოცვას, მაშინ, როცა ავად ვიყავი”, – წერს წერილში პატარა ჯულია, რომელიც მკურნალობს ვატიკანის დაქვემდებარებაში მყოფ პედიატრიულ კლინიკაში სახელწოდებით – “ბამბინო ჯეზუ”.



წერილის ქვეშ ჯულიამ დახატა სურათი, სადაც საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარე პაპის ხელი უჭირავს.


"ჯემელის" პოლიკლინიკაში პაპმა კიდევ ერთი ღია ბარათი მიიღო, რომელზეც ფერადი ფანქრებით იყო დახატული პაპი, შეტყობინებაში კი ეწერა:


„ძვირფასო პაპო ფრანცისკე, შევიტყვეთ, რომ თავს არ გრძნობთ კარგად და რომ იმავე საავადმყოფოში ხართ, სადაც ჩვენ. მაშინაც კი თუ ერთმანეთს ვერ ვხედავთ, იცოდეთ, რომ გიგზავნით ძლიერ ჩახუტებას და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ“.


"ბამბინი ჯესუს" სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ღია ბარათი გამოქვეყნდა, წარწერით: "პატარა პაციენტები თავიანთ ოჯახებთან ერთად და "ბამბინი ჯესუს“ მთელი პერსონალი, ლოცულობენ პაპისთვის".


ხოლო ბავშვის ხელით დახატულ ბარათზე ასეთი შეტყობინებაა: “ძვირფასო პაპო, მოდი, მოგვინახულე. ბავშვები გელოდებით საავადმყოფოს სათამაშო დარბაზში“ .



ვატიკანის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელის, მათეო ბრუნის 5 ივლისის განცხადებით, წმინდა მამა საავადმყოფოში 7 დღე უნდა დარჩენილიყო და იგი გამორიცხავდა გართულებებს.


10 ივლისს ვატიკანმა გამოაქვეყნა წმინდა მამის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ მისი ანალიზები დამაკმაყოფილებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება: “იგი ნელ–ნელა უბრუნდება თავის სამუშაოს და განაგრძობს სახლის დერეფანში სეირნობას. დღეს აღავლინა პაპმა წმინდა წირვა კერძო სამლოცველოში და ისადილა მათთან ერთად, რომლებიც ეხმარებოდნენ მას ამ დღეებში”, – ამბობს ბრუნი.


პაპის ოპერაციის პროცესში ჩართული იყო ათამდე ქირურგი. ოპერაცია რომელმაც ნარკოზის ქვეშ ჩაიარა, დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა.


პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან დღეს, 14 ივლისს გაწერეს.


შოთა გიქოშვილი