top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"ძმანო ყოველნო" - პაპის ენციკლიკისთვის ვებ-გვერდი შეიქმნა

2 დეკემბრიდან, პაპფრანცისკეს ახალი ენციკლიკა „Fratelli Tutti“ (ძმანო ყოველნო), რომელიც ძმობასა და სოციალურ მეგობრობას ეხება მორწმუნეებისათვის გაცილეით ხელმისაწვდომი გახდება.


ვატიკანის ადამიანის განვითარების საბჭოს ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც ამ ენციკლიკ გავრცელებას მოემსახურება და იგი ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე www.humandevelopment.va ან www.fratellitutti.va


საიტი შეიქმნა კომუნიკაციების საბჭოსთან თანამშრომლობით, რაც ემსახურება ძმობნისა და სოციალური მეგობრობის იდეის გავრცელებას, ასევე წმინდა მამის სწავლებისა და ტექსტის ყველა ასპექტში ჩაღრმავებასა და დანახვას.


„ვებ-გვერდი საკმაოდ მარტივია, - ნათქვამია საბჭოს მიმართვაში - იგი ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სამ ენაზე: ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე, თუმცა ასევე უამრავ რესურსს მოიცავს ფრანულ-პორტუგალიურ, არბულ და ჩინურ ენებზე. არის მუდმივად განახლებადი მენიუ მთავარ გვერდზე და გადაწყვეტილია ნარინჯისფერ ფერში".


ენციკლიკის პირველი ნაწილი შეიცავს შესავალს, მეორე ნაწილში მკითხველს საშუალება ეძლევა ჩამოტვირთოს ტექსტი ავისთვის სასურველ ენაზე და გაეცნოს ვიდეოკონფერენციას, რომელიც შედგა 4 ოქტომბერს ვატიკანში სინოდალურ დარბაზში. ხოლო მესამე ნაწილში მოცემულია ფიქრები და ადამიანის განვითარების საბჭოს მამების, ადგილობვრივი ეკლესიების წარმომადგენლების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანზიაციების, ქსელებისა და ექსპერტების ანალიზი. მეოთხე ნაწილი „სიახლეები“მოიცავს სტატიებს, ვიდეოებსა და ინტერვიუებს, რაც დაკავშირებულია ენციკლიკასთან „Fratelli Tutti“.


რესურსები მოიცავს ინფოგრაფიკასა და შემოქმედისადმი ლოცვის უფრო ღრმა შესწავლასა და გააზრებას.


საიტზე ასევე მოცემულია სოციალური ლის Twitter-ის ლინკი, რითაც პირდაპირ გადადიხართ თქვენთვის საინტერესო განყოფილებაში. უფრო მეტიც, საიტზე არის ფანჯარა სიახლეების განყოფილებაში, რაც ემსახურება პირაპირ გადამისამართებას ვატიკანის სიახლეების უახლეს სტატიებზე.


მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები ენების გაფართოების კუთხით, ა უფრო ბევრ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი გვერდი. ასევე იგეგმება განყოფილების შექმნა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფოგრაფიკა და საპრეზენტაციო ვიდეოები, რაც უკვე ხელმისაწვდომია საბჭოს youtube-ს პლეილისტზე - „Fratelli Tutti“.


ამას გარდა, შეიქმნება განყოფილება სახელწოდებით „ინიციატივები“, სადაც წარმოდგენილი იქნება დგილობრივი ეკლესიების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებების (რელიგიური და არარელიგიური) მასალები, რაც მიზნად ისახავს ენციკლიკის მთავარი იდეის განხორციელებას.


www.vaticannews.va

0 comments
bottom of page