top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა ანდრიას კეთიშლობილება გამხნევებაა ამ მძიმე პეროდში - პაპი ფრანცისკე


დღეს, 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მფარველია, პაპმა ფრანცისკემ წერილი გაუგზავნა კონსტანტნოპოლის პატრიარქს, ბართლომეოსს.


პაპი ფრანცისკე წერილში ხაზს უსვამს ანდრია მოციქულის კეთილშობილებას, მოციქულეობრივ სიმამაცესა და მონდომებას. მისი სიტყვებით, წმინდა მოციქული ანდრია, ამ მძიმე პერიოდში, მორწმუნეთათვის გამოფხიზლებაა: „მადლობას ვწირავ ღმერთს, მისი რწმენისა და ცხოვრებისათვის. მან მიიღო წამებულის გვირგვინი და მყარად იგდა მძიმე გამოცდის ჟამს“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


პაპი ასევე იხსენებს მსოფლიო პატრიარქის მონაწილეობას მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კომფერენციაში, რომელიც 20 ოქტომბერს რომში გაიმართა და მასში ჩართულები იყვნენ სხვა რელიგიური ლიდერები.


„პანდემიის მძვინვარე პრობლემასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში მიმდინარეობს კონფლიქტები, რომლებიც ანადგურებენ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. დღეს, ყველა საერთაშორისო თუ ეროვნული ორგანიზაციის ინიციატივები მიმართულია მშვიდობის დასამყარებლად. ამის მიუხედავად, კონფლიქტები იქამდე იარსებებს, ვიდრე საზოგადოება არ ჩასწვდება უფრო სიღრმისეულად საერთო ძმური პასუხსიმგებლობის აღებას ერთმანეთზე“, - წერს პაპი.


პაპი ასევე დასძენს, რომ ქრისტიანული ეკლესიებს აქვთ პირველადი ვალდებულება სხვა რელიგიების მიმართ, რომ მისცენ მაგალითი დიალოგისა, ურთიერთპატივისცემისა და პრაქტიკული თანამშრომლობისა. „მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ეს ძმობა გამოვცადე საკუთარ თავზე“.


თავის გზავნილიში, პაპი იმასაც აღწერს, რომ დიალოგის ძმური კავშირი, მსოფლიო პატრიარქის მხირდან იქამდე იქნა გამოხატული, სანამ კათოლიკე ეკლესიასა და სხვა ეკლესიებს შორის დაიწყებოდა დიალოგი და ეს პროცესი საკმაოდ კარგად არის ასახული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალურ ენციკლიკაში, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ მიმართული იყო ყველა ეკლესიისადმი. ეს ენციკლიკა დღემდე აქტუალურია.


„ვაღიარებთ, რომ კვლავ რჩება წინაღობები ჩვენს ერთობაში, ვისწრაფვით სიყვარულითა და საღვთისმეტყველო დიალოგით ერთობის მიზნისაკენ“ .


პაპი თავის წერილს ასრულებს შემდეგი სიტყვებით: “ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია ჩვენს საერთო რწმენაზე იესო ქრისტეში.იმ რწმენაზე, რომელიც მივიღეთ მამა ღმერთისაგან, როგორც ქვაკუთხედი ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის ცოცხალი ქვებიც ჩვენ ვართ, ყველა ჩვენი ქარიზმით, მსახიურებითა და სულწიმინდის ნიჭით“.


წყარო: Vatican News

Comments


bottom of page