• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა კაზიმირი ლიეტუვასა და პოლონეთის მფარველი



წმიდა კაზიმირი ლიეტუვასა და პოლონეთის მფარველია. 1948 წლიდან იგი გამოაცხადეს ლიეტუველი ახალგაზრდების მფარველად, ხოლო 1960 წელს მალტის ორდენის მფარველად.


წმიდა კაზიმერი პოლონეთის სამეფო ოჯახიდან, პოლონეთის მეფის, კაზიმირ მეოთხისა და დედოფალ ელისაბედ რაკუსაკის შვილი იყო. იგი 1458 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ კრაკოვში დაიბადა და 1484 წლის 4 მარტს, 25 წლის ასაკში, გროდნოს ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა.


მის ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ითვლება ის, რომ იგი უნგრეთში წავიდა საომრად, დედამისს კი სურდა უნგრეთის მეფედ დაესვა. მისი გამეფება არ გამოვიდა, მაგრამ იქ, რაც მან ყველაზე ძვირფასი შეიძინა, ეს იყო ნამდვილ და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბება. იგი იყო კეთილი, განათლებული, პოლიტიკურად ძლიერი, თუმცა საჭიროების დროს, აგრეთვე ძალიან მკაცრი ადამიანი.


კაზიმირი გარდაცვალების შემდეგ სამეფო საკათედრო ტაძრის სამლოცველოში დაკრძალეს, სადაც მისი სხეული 100 წელი იყო დაკრძალული. მისი გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო საუბარი მის სასწაულებზე. უფლისწულის ამ განსაკუთრებულობაზე ყველა საუბრობდა.


მისი კანონიზაციის პროცესი მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო და 1604 წელს, პაპმა კლემენტი მეშვიდემ დაასრულა.


წმიდანის სახელობაზე ააგეს სამლოცველო, რაც დღემდეა შემორჩენილი.

მისი გვამი არაერთხელ გადამალეს ომებისა და თავდასხმების გამო. ერთ–ერთი შემთხვევა იყო რუსეთ–შვედეთის ომის დროს. ეს ომი საგრძნობლად შეეხო იმდროინდელ ლიეტუას სამთავროს.


მომაზადა შოთა გიქოშვილმა