top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა საყდარი უკმაყოფილოა გაეროს ადამიანთა უფლებების საკითხთა კომისიის მოხსენებით


„გაეროს მოხსენებაში შეთავაზებული მეთოდოლოგია შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის გამოვლინების მიზეზი“, – ამბობს გაეროში წმინდა საყდრის წარმომადენელი.

არქიეპისკოპოსი ივან იურკოვიჩი

წმიდა საყდარი, ჟენევის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროში წმინდა საყდრის მუდმივმი დამკვირვებელის, არქიეპისკოპოს, ივან იურკოვიჩის სახით, გამოხატავს უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას გაეროს 46–ე სესიაზე, რელიგიის თავისუფლების შესახებ, ადამიანთა უფლებათა საკითხების კომისიის ახალ მოხსენებაზე – „მოხსენებაში ძირითადი აქცენტი ისლამოფობიაზე იყო გადატანილი, თუმცა სიტყვაც კი არ იყო ნახსენები სხვა რელიგიების შესახებ, რომლებიც მთელს მსოფლიოში სიძულივილის, დისკრიმინაციისა და დევნის მსხვერპლი ხდებიან“.


წმინდა საყდრის აზრით, მხოლოდ ერთ რელიგიურ ჯგუფზე უმთავრესი ყურადღების გამახვილება საერთაშორისო საზოგადოებაში გამოიწვევს პოლარიზაციას, დაძაბულობასა და განხეთქილების რისკს. მისი აღმატებულება ივან იურკოვიჩი თვლის, რომ მომხსენებლების მიერ დიდი შრომა იქნა გაწეული, მაგრამ, საჭიროა აღინიშნოს ასევე რელიგიური შეუწყნარებლობისა და დევნის სხვადასხვა აქტიც, რაც თავის მხრივ, მოსხენების ფორმამ შეიძლება დისკრიმინაციის წამხალისებელი აღმოჩნდეს.

იგი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის ეპოქაში, როცა რელიგიური თავისუფლების გაგება წარმოდგენილია „წალეკილად“ ვირუსის გავრცელებისგან დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page