ამ ორ უდიდეს წმინდანზე, კოზმა და დამიანეს შესახებ, ისტორიამ ცნობები არ შემოგვინახა. არსებობს მხოლოდ ლეგენდები, რომლებშიც ნამდვილი ამბებით არის გაჯერებული.
ამბობენ, რომ ისინი სავარაუდოდ ტყუპები უნდა ყოფილიყვნენ. ოჯახმა საკმაოდ ღრმა ქრისტიანული რწმენით აღზარდა, რისი წყალობითაც, მათთვის უცხო არ იყო სიცოცხლის გაწირვა რწმენის გამო, რაც გააკეთეს კიდეც.
ასევე ვარაუდია, რომ შესაძლოა ისინი წარმოშობით არაბები იყვნენ, საიდანაც სირიასა და კილიკიაში, მცირე აზიაში წავიდნენ.
კოზმა და დამიანე საკმაოდ სახელგანთქმული ექიმები იყვნენ, ბევრ ავადმყოფს კურნავდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ წარმართები, რომლებიც მათთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიანები ხდებოდნენ. მათი უმთავრესი საქმე იყო ღარიბების დახმარება, თუმცა თავიანთ საქმიანობაში გასამრჯელოს არ იღებდნენ. თვლიდნენ, რომ ყველაფერი ღმერთისგან მიიღეს, ამიტომ ყოველი ქმნილება ღმერთს ეკუთვნოდა.
მოთმინებით და ღირსეულად უძლებდნენ წამებას, ერთი წამითაც კი არ უარყვეს ქრისტე. სასამართლო პროცესზე მოსამართლეს უთხრეს “ჩვენ ვართ ქრისტიანები”.
ისინი სავარაუდოდ 300 წელს აწამეს, დიოკლეტიანეს მმართველობის დროს დაწყებული დევნისას. დაიღუპნენ სირიაში და იქვე არიან დამარხულები.
მათი სამარხი მაშინვე გახდა სასწაულმოქმედი და მათი კულტი სულ უფრო იზრდებოდა, რის შესახებაც გვაქვს ადრექრისტიანული წერილობითი ცნობები. წამებულთა სამარხზე დაშენებულია ულამაზესი ბაზილიკა, რომელიც არაბებში და შემდეგ თურქების შემოსევებამდე იყო მომლოცველთა საყვარელი ადგილი. სწორედ იმ დროიდან გავრცელდა მათი კულტი სწრაფად და მთელს ეკლესიაში.
კონსტანტინოპოლში, იუსტიანე დიდის მმართველობისას (+565) წმინდანთა პატივსაცემად აშენდა ორი სანქტუარიუმი. ცნობების თანახმად, სწორედ მათი შუამდგომლობით განიკურნა მძიმე დაავადებისგან იმპერატორი.
წმინდანები, კოზმა და დამიანე არიან ფარმაცევტების, აფთიაქარების, ექიმების, ქირურგების, სტომატოლოგების, დალაქების, ფიზიკოსების, კონდიტრების, მეცნიერების, უსინათლოების და სიმსივნით დაავადებული ადამიანების მფარველები.
შოთა გიქოშვილი
Comments