top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ალბერტ დიდის მოხსენიება – 15 ნოემბერი

15 ნოემბერს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ალბერტ დიდს, რომელიც ეკლესიის დოქტორი და მეცნიერთა მფარველი წმინდანია. იგი მე-13 საუკუნის დასაწყისში შეუერთდა ახლადშექმნილ მქადაგებელთა (დომინიკელთა) ორდენს.


ალბერტ დიდი დაიბადა დაახლოებით 1200 წელს, რაინდთა საგვარეულოში სვაბეაში. პადოვაში სწავლის დროს, შევიდა დომინიკელთა ორდენში. 1223 წელს მღვდლად ეკურთხა და მსახურებდა კიოლნში, ჰილდესეიმეში, ფრაიბურგში რატისბონსა და შტუდგარში.


ასწავლიდა პარიზის, წმინდა თომა აკვინელის სახელობის უნივერსიტეტში. 1254 წელს, გერმანიის ტერიტორიაზე დომინიკელთა პროვინციალი გახდა. 1260 წელს კი რატისბონის ეპისკოპოსის წოდება მიიღოდა შეუდგა ეპარქიის მოწესრიგებას. ორი წლის შემდეგ, უარი თქვა ეპარქიის მმართველის ფუნქციაზე.


შემდგომ წლებში, მან შეასრულა პაპის რამდენიმე თხოვნა. კერძოდ კი, შუამავლობა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბოჰემიასა და გერმანიაში „ჯვრის გზის“ ქადაგებაში. იყო ლიონის მსოფლიო საეკლესიო კრების (1274) მონაწილე.


წმინდა ალბერტს მოიხსენიებენ, როგორც შუასაუკუნეების საქრისტიანოს „ბრწყინვალე გონება“. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა იმ პერიოდის ყველა დარგი. მას შერწყმული ჰქონდა ცოდნა და სიკეთე, ამიტომაც უწოდებდნენ “უნივერსალურ მკურნალს”.


1280 წლის 15 ნოემბერს ალბერტ დიდი გარდაიცვალა კიოლნში, სადაც არის დაკრძალული.


1438 წელს, პაპ გრიგოლ XV - ის მიერ ნეტარად იქნა შერაცხული, ხოლო პაპმა პიუს XI - მ 1931 წელს წმინდანად შერაცხა და გამოაცხადა ეკლესიის მასწავლებლად.


იკონოგრაფიაში წმინდა ალბერტ დიდი წარმოდგენილია დომინიკელთა შესამოსელით. ზოგ შემთხვევაში თავზე ადგას მიტრა ან გამოსახულია, როგორც პროფესორი. მისი ატრიბუტიკაა: წიგნი, ჯვარი, ლილია, როგორც ერთგული სულის სიმბოლო, მიტრა და ფრინველის ბუმბული.


შოთა გიქოშვილი
bottom of page