top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ალფონს მარია დე ლიგვორის მოხსენიება



1–ელ აგვისტოს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ალფონს მარია ლიგვორს, ეპისკოპოსსა და ეკლესიის დოქტორს (1693 - 1787).


ალფონს მარია ლიგვორი დაიბადა ნეპალის მახლობლად, მარინელაში, დიდგვაროვანთა ოჯახში. იყო მრავალმხრივი ადამიანი: მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი. 17 წლის ასაკში გახდა სამართლის დოქტორი.


იურისპრუდენციაში გარკვეულმა წარუმატებლობამ მასში შეცვალა ინტერესთა სფერო. ღვთისმეტყველების შესწავლის შემდეგ, 1726 წელს მღვდელი გახდა და ნეაპოლელ ხალხში მსახურობდა.


ალფონსი ქადაგებდა ადამიანთა მისიის შესახებ და დაუღლელად ემსახურებოდა ადამიანთა აღსარებას. ამ სახის მუდმივი შრომის გათვალისწინებით, მან დააარსა ყოვლადწმიდა მაცხოვრის რელიგიური საკრებულო - რედემპტორისტები (1732).


წმინდა ალფონსი 66 წლის ასაკში გახდა წმინდა აგატა დეი გოტის სახელობის ეპარქიის ეპისკოპოსი. სამწყსო საქმიანობას ემსახურებოდა განსაკუთრებული სიამაყითა და ცხოვრობდა მკაცრი ცხოვრების წესით. თავის შემოსავალს ურიგებდა ღარიბებს, როცა შიმშილი ჩამოვარდა, გაყიდა ნივთები, ჭურჭელი და საეპისკოპოსო სახლიც კი, რათა იმ ფულით დაეპურებინა მშივრები.


ეპისკოპოსად 13 წლიანი მსახურების შემდეგ, იგი ავადმყოფობამ მიაჯაჭვა საწოლზე. ეპისკოპოსის მოვალეობისგან განთავისუფლებული, დაბრუნდა თავის კონგრეგაციაში. იტანჯებოდა თავისი თანამოძმეებისა და საკუთარი სიჯიუტის გამო.


წმინდა ალფონს ლიგვორი იყო ექსპერტი იმაში, რასაც დღეს ჩვენ პასტორალურ თეოლოგიას ვუწოდებთ.


მან დაწერა 100-ზე მეტი წიგნი და ტრაქტატი ზნეობის, ასკეტიზმის, ღვთისმოსაობისა და ლოცვის შესახებ, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო. მაგალითად, მის „ზნეობრივ ღვთისმეტყველებას“ 82 გამოცემა ჰქონდა, ხოლო „ნეტარის მონახულება“ 2000 გამოცემა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 61 ენაზე.

წმინდა ალფონსის სულიერი სწავლებები იტალიაში გავრცელდა XVIII საუკუნეში.


იგი 1787 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა. ნეტარად შერაცხილ იქნა 1816 წელს, ხოლო წმინდანად 23 წლით გვიან.


მისი სამარხი მდებარეობს სალერონსთან ახლოს, პაგანინში მდებარე ეკლესიაში. იგი არის ზეციური მფარველი რედემპტორისტთა კონგრეგაციისა, ადვოკატების, საეროთა, აღმსარებელთა, ღვთისმეტყველთა და მორალის მცოდნეთა.


წმინდა ალფონსი იკონოგრაფიაში წარმოდგენილია კონგრეგაციის შავი ანაფორით ანდა საეპისკოპოსო მოსასხამით. ზოგიერთ ხატზე ხელში ჯვარი უჭირავს ან კისერზე აქვს ჩამოკიდებული კრიალოსანი. ასევე ზოგიერთ ხატზე გამოსახულია ანგელოზთან ერთად, სადაც ხელთ უპყრია მიტრა და პასტორალი (საეპისკოპოსო თავსაბურავი და საეპისკოპოსოკვერთხი).


catholic.ge


Comments


bottom of page