• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ანდრეა დუნგ-ლაკი და ვიეტნამელი მეგობრები - მოხსენიება


პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანებად შერაცხა ჯგუფი, სადაც 117 მოწამე იყო. ისინი მე–19 საუკუნეში ვიეტნამში კათოლიკური რწმენისთვის დაიხოცნენ.


ჯგუფი შედგებოდა 96 ვიეტნამელის, 12 ესპანელისა და 10 ფრანგისაგან. მათგან 8ეპისკოპოსი იყო, 50 მღვდელი და 59 საერო პირი, მათ შორის 9 წლის ბავშვი. მღვდლების ნაწილი დომინიკელები იყვნენ, სხვები ეპარქიის მღვდლები იყვნენ, რომლებიც ეკუთვნოდნენ პარიზის მისიის საზოგადოებას.


ეს მოხსენიებადა მოწამეთა ცხოვრებავიეტნამის ეკლესიისთვის მიყენებულ ტანჯვას გვახსენებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშინელია ქრისტიანთა წამების ისტორიაში.


რაც შეეხება ანდრეა დუნგ-ლაკს, ისვიეტნამელი მოწამეების ისტორიის პირველ გვერდზეა. იგი დაიბადა დაახლოებით 1795 წელს, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ერთ ღარიბ ოჯახში. 12 წლის ასაკში მშობლებთან ერთად გადაცხოვრდა ჰანოიში, სადაც შეხვდა კატეხიზატორს, რომელიც 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს.


მოგვიანებით, მოინათლა და ნათლობის სახელადანდრეა დაირქვა, შემდგომში თავად გახდა კატეხიზატორი.


1823 წლის 15 მარტს მღვდლად ხელი დაასხეს, ხოლო 1835 წელს დააპატიმრეს, თუმცა მრევლის მიერ შეკრებილი თანხის სანაცვლოდ მღვდელი გაათავისუფლეს. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა დევნა, შეიცვალა სახელი და დაირქვა ანდრეა ლაკი.


1839 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად სხვა მღვდელთან, პეტრე თისთან ერთად. თუმცა კვლავ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ორივე გაათავისუფლეს. ამას არ დასჯერდნენ და მესამედ დააპატიმრეს რამდენიმე დღეში. გადაიყვანეს ჰანოიში და მახვილით დახოცეს.


მოწამეობრივად აღესრულნენ 1839 წლის 21 დეკემბერს.


შოთა გიქოშვილი