20 სექტემბერს, კათოლიკე ეკლესია წმინდა ანდრეა კიმის, მღვდელსა (+1839) და წმინდა პავლე ჩონგ ჰასანგს (+1867) წამებულნი.
XVII საუკუნის დასაწყისში კორეაში ქრისტიანობა საერო პირებმა გაავრცელეს. აქ ფრანგი მისიონერები 1836 წელს ჩავიდნენ. მალევე დაიწყო ქრისტიანების სისხლიანი დევნა, რის შედეგადაც დაიღუპა პირველი კორეელი მღვდელი ანდრეა კიმი და ცნობილი საერო მოციქული პავლე ჩონგ ჰასანგი. XIX საუკუნეში, კორეაში რწმენის გამო, დაახლოებით 10 000-მა ქრისტიანმა შესწირა სიცოცხლე.
ანდრეა კიმი პირველი კორეელი მღვდელი იყო. იგი 1821 წელს, კორეაში, ჩონ-ჩუს პროვინციაში დაიბადა. მისი მამა, ეგნატე კიმი 1839 წელს, ქრისტიანთა დევნისას დაიღუპა. 1925 წელს იგი ნეტარად შერაცხეს. 15 წლის ასაკში ნათლობის შემდეგ ანდრეა ჩინეთში, მაკაოს სასულიერო სემინარიაში, რამდენიმე ასობით კილომეტრის მოშორებით წავიდა. ექვსი წლის შემდეგ, მანჯურიის გავლით მოახერხა სამშობლოში დაბრუნება. იმავე წელს გადალახა ყვითელი ზღვა და 1845 წელს შანხაიში მღვდლად აკურთხეს.
მას დაევალა ქრისტიანი მისიონერების უსაფრთხოდ წყლის გავლით გადასალახავად მომზადება, რათა დევნას გაჰქცეოდნენ.
1946 წლის 16 სექტემბერს, თავისი სამშობლოს დედაქალაქ, სეულთან ახლოს,ანდრეა დააპატიმრეს და თავი მოჰკვეთეს.
პავლე ჩონგ ჰასანგი იყო მღვდლების თარჯიმანი. 20 წლის განმავლობაში მუშაობდა კორეის ქრისტიანთა საკრებულოებში. 44 წლის ასაკში, 1839 წლის 22 აპრილს თავი მოჰკვეთეს.
კორეაში ქრისტიანობა 1592 წელს, იაპონიის ინვაზიის შემდეგ გავრცელდა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე კორეელი მოინათლა (ალბათ იაპონელი კათოლიკე ჯარისკაცების მიერ). ევანგელიზაცია შეფერხდა, ვინაიდან კორეა მრავალი ათწლეულების განმავლობაში იზოლირებული იყო დანარჩენი სამყაროსგან. კორეელებს წელიწადში ერთხელ ეძლეოდათ უფლება გადასახადების გადახდის მიზნით წასულიყვნენ პეკინში.
1777 წელს კორეაში ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს,ჩინეთში იეზუიტებისგან მიღებული ქრისტიანული წიგნები გადაიტანეს. ასე დაიწყო ეკლესიის განვითარება კორეაში. როდესაც თორმეტი წლის შემდეგ ჩინელმა მღვდელმა მოახერხა კორეაში ჩასვლა, მან იქ ოთხიათასი ქრისტიანი იპოვა, არცერთ მათგანს მღვდელი არასოდეს ჰყავდათ ნანახი. შვიდი წლის შემდეგ კორეაში თითქმის ათიათასი ქრისტიანი იყო. რელიგიური თავისუფლების აქტი მიღებულ იქნა მხოლოდ 1887 წელს, საფრანგეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
XIX საუკუნეში მოწამებრივად აღესრულა სამი ეპისკოპოსი, ათი მღვდელი და 10 000 მორწმუნე. მათგან მხოლოდ რამდენიმე იყო შერაცხილი წმინდანად. 1984 წელს, კორეაში წმინდა პაპის, იოანე პავლე მეორის სამოციქულო ვიზიტისას, ანდრეა კიმისა და პავლე ჩონგ ჰასანგის გარდა მან ასევე 98 კორეელი და 3 ფრანგი მისიონერი, 1839-1867 წლებს შორის წამებულნი შერაცხა წმინდანად, მათ შორის იყვნენ მღვდლები და ეპისკოპოსები, თუმცა უმრავლესობა მაინც საერონი იყვნენ 45 კაცი და 45 ქალი.
კორეელ წამებულებს შორის იყო 26 წლის კოლუმბიელი კიმი. ის გადაიყვანეს ციხეში, სადაც ცხელი შანთებით აწამეს დასთან, აგნესასთან ერთად. ისინი ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ერთ საკანში უკვე გასამართლებულ კრიმინალებთან ერთად და ელოდნენ სასჯელის აღსრულებას. ორივეს თავი მოჰკვეთეს.
შოთა გიქოშვილი
Comments