• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბართლომე მოციქულის დღესასწაული

24 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია იხსენებს წმინდა ბართლომე მოციქულს და მის დღესასწაულს აღნიშნავს.



წმ. ბართლომე მოციქული თორმეტ მოციქულთაგან ერთ–ერთია. იგი გალილეის კანადან იყო და I საუკუნეში გარდაიცვალა. ბართლომეს საკუთარ სახარებებში მოიხსენიებენ სინოპტიკური მახარებლები, ხოლო იოანე მახარებელი მას „ნათანაელს“უწოდებს.


როდესაც იესომ მოუხმო მას, თქვა: "ის არის ჭეშმარიტი ისრაელი, რომელშიც არ არის მზაკვრობა" (იოანე 1:47). მოგვიანებით,კომენტარები ნათანაელს ბართლომესთან აიგივებს. ახალი აღთქმის ფურცლებზე ის მეორედ ჩნდება გალილეის ზღვაზე, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამოეცხადა მოციქულებს. (იოანე 21:2).


დანამდვილებით არაფერია ცნობილი ნათანაელის/ბართლომეს ცხოვრების შესახებ იესოს ამაღლების შემდეგ, მაგრამ ტრადიცია გვამცნობს, რომ ის ქადაგებდა აღმოსავლეთში და მოწამებრივად გარდაიცვალა სომხეთში, სადაც ცოცხლად გაანადგურეს.


წმ. ბართლომე (ნათანაელი) არის, სომხეთის მფარველი წმინდანი. ასევე ფერმოს მაინის ფრანკფურტის, მაასტრიხტის; წიგნის ამწყობთა, მეთევზეებისა და ყასბების მფარველი.

იკონოგრაფიაში წმინდა ბართლომე გამოსახულია სარტყელით შემოჭერილ გრძელ კვართში.ზოგჯერ, ფიზიკურად ძლიერ ადამიანად, ზოგ ხატზე მას კანს აძრობენ. მისი ძირითადი ატრიბუტიკაა: წიგნი, დანა, გრაგნილი.


Catholic.ge