top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბერნარდ კლერვოელის მოხსენიება

20 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია წმინდა ბერნარდ კლერვოელს მოიხსენიებს. იგი აბატი და ეკლესიის დოქტორი იყო.


ბერნარდი, 1090 წელს,დიჟონის (საფრანგეთი) მახლობლად, ფონტენის ციხესიმაგრეში, ბურგუნდიელ რაინდთა ოჯახში დაიბადა.


22 წლის ასაკში იგი შევიდა სიტოს ცისტერციანულ სააბატოში და თან წაიყვანა 30 ახალგაზრდა მეგობარი. სამი წლის შემდეგ, მან დააარსა სააბატო კლერვოში და გარდაცვალებამდე იქ აბატი იყო.


ბერნარდი არა მხოლოდ გულმოდგინე აბატი იყო, არამედ მოაზროვნე, ღვთისმეტყველი, კონტემპლატორი. იცოდა აქტიური ცხოვრების შერწყმა მისტიციზმთან. მან დააარსა სამასამდე რელიგიური ფონდი, მათ შორის ცისტერციული ფონდი ჯედჟეიოვში.


ბერნარდ კლერვოელმა გავლენა მოახდინა თავისი დროის ეკლესიის ცხოვრებაზე. იგი იყო XII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. მას “ევროპის ორაკული" უწოდეს. ის იყო პაპ ინოკენტი II-ის დამცველი. რომში, ბოლო მოუღო ანაკლეტუსის განხეთქილებას.


ევგენი III-ის ბრძანებით, მან გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. შეადგინა ტამპლიერთა წესდება და პაპისგან მიიღო მისი აღსრულების თანხმობა.


ორატორობის არაჩვეულებრივმა ნიჭმა მას „ენაწყლიანი დოქტორის“ წოდება მოუტანა.


იყო ღვთისმშობლის ერთ-ერთი უდიდესი მეხოტბე. მის პატივსაცემად წმინდანმა დატოვა მრავალი სასულიერო ტექსტი, ქადაგება და ლოცვა.


1153 წლის 20 აგვისტოს, კლერვოში ბერნარდი გარდაიცვალა. 1174 წელს, პაპმა ალექსანდრე III–მ იგი წმინდანად შერაცხა.


იგი არის ცისტერციელთა მფარველი, ბურგუნდიის ლიგურიის, გენუას, გიბრალტარის, პეპლინის, ასევე მეფუტკრეების, სტიქიური უბედურებების, ქარიშხლების და სიკვდილის ჟამში მყოფთა ზეციური მფარველი.


იკონოგრაფიაში წმინდანი გამოსახულია ცისტერციანულ შესამოსელში (ჰაბიტი). . მის ატრიბუტებს შორისაა წიგნი, სააბატო ჯვარი და ჯვარცმა. ღვთისმშობელი ყრმასთან ერთად, უფლის ვნების იარაღები, საწერი კალამი, კრიალოსანი, ფუტკრების ხროვა, ფუტკრის სკა.


წყარო: pl.aleteia.org

Comentários


bottom of page