2 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ევსებს, ვერცელის ეპისკოპოსს.
წმინდა ევსები დაიბადა (დაახლ.) 283 წელს, სიცილიაზე. იგი რომში ლექტორი იყო. 345 წელს გახდა ვერჩელის პირველი ეპისკოპოსი. მან დაადგინა ევროპაში ცხოვრების ახალი წესი “Vita Communis” – სასულიერო პირთა საერთო ცხოვრება.
355 წელს მილანის სინოდურ სხდომაზე, არიანელმა ეპისკოპოსებმა უარყვეს ნიკეის კრების დადგენილებები (325), პაპის გადაწყვეტილებები და დაგმეს წმინდა ათანასე. ევსები, როგორც მართლმორწმუნე ეპისკოპოსი და გადაასახლეს სკვითოპოლისში, პალესტინაში.
მოხეტიალე ეპისკოპოსი კაბადოკიასა და თებაიდაში გაემგზავრა. იმპერატორ კონსტანციუსის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ ევსებს უფლება მისცა დაბრუნებულიყო ეპარქიაში. მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მიუძღვნა არიანიზმის აღმოფხვრას.
გარდაიცვალა 371 წლის 1 აგვისტოს. ის დაკრძალეს ადრე აშენებულ ბაზილიკაში. ევსებიმ დატოვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მრავალი ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა ქრისტესთვის, ვერჩელის ეპარქია პატივს სცემს მას, როგორც მოწამეს. წმ. ევსები წინაალპური ეპარქიების მფარველი წმინდანია.
იკონოგრაფიაში წმინდანი გამოსახულია როგორც ეპისკოპოსი პონტიფიკურ სამოსში, ხან დევნილობაში. იკონოგრაფიაში მისი უმთავრესი ატრიბუტი წიგნია.
catholic.ge
Comments