ქალწული, დომინიკელი მონაზონი და ეკლესიის მოძღვარი, წმინდა ეკატერინე სიენელი, 1347 წლის 25 მარტს სიენაში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. იგი ოცდახუთი შვილიდან ბოლოს წინა იყო.მისი მშობლები იაკობ და მონა ბენინკაზები იყვნენ. დედა პოეტ, ნუჩო პიეჯენტის ქალიშვილი იყო.

ეკატერინე ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო გამსჭვალული ღვთისმოსაობის სულით. ლოცვა, მონანიება და კეთროვნების მსახურება მის ახალგაზრდულ ცხოვრებას ავსებდა. 20 წლის ასაკში ის უკვე დიდი მისტიკოსი და ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. 1375 წლის 1–ელაპრილს მან ღვთისგან სტიგმატების (ქრისტეს ჭრილობები) მადლი მიიღო.
მისი ფიქრებიდან და სულიერი გამოცდილებიდან წარმოიშვა მისი ჩართულობა ეკლესიისა და მსოფლიოს საქმეებში. იტალიასა და ზოგადად ეკლესიაში, იმდროინდელი მრავალი კონფლიქტის დროს, ეკატერინეიყო მშვიდობის დამცველი და შუამავალი.
ეკატერინემმოითხოვა პაპების დაბრუნება ავინიონიდან რომში.
მის მიერ გაგზავნილი წერილების უშედეგობის გამო, წმინდანი თავად ჩავიდა ავინიონში, რათა პაპი გრიგოლ XI დაეთანხმებინა გადმოსულიყო მარადიულ ქალაქში. პაპმა მისი შუამდგომლობით გადაწყვიტა რომში დაბრუნება. სწორედ ეკატერინეს მიაწერენ ამ დიდ მოვლენაში წვლილის შეტანას. პაპ გრიგოლ XI-ს გარდაცვალების შემდეგ, პაპ ურბან VI-ის გადაწყვეტილებით, წმინდანი რომში ჩავიდა, რათა ეკლესიის კეთილდღეობისთვისემოღვაწა.
ეკატერინე 1380 წელს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალულია რომში, სანტა მარია სოპრა მინევრას ტაძარში. არის იტალიის, რომისა და სიენას მფარველი, ასევე არის ექთნების, მცველებისა და მეხანძრეების მფარველი.
წმინდანი იკონოგრაფიაში წარმოდგენილია დომინიკელთა ორდენის ჰაბიტით, ეკლის გვირგვინით, ხელში ჯვრითა და კრიალოსნით. წარმოდგენილია ასევე ყრმა იესოსთან ერთად, რომელიც წმინდანს აწვდის ბეჭედს, როგორც მისტიკურ დაწინდვას.
მისი ატრიბუტიკაა: თავის ქალა, ეშმაკი მის ფერხთით, ჯვარცმა, ლილია და გული.
შოთა გიქოშვილი