
„კარგად რომ გვესმოდეს თუ ვინ არის მღვდელი დედამიწაზე, მაშინ მოვკვდებოდით, არა შიშით, არამედ სიყვარულით”, – ასეთიაწმინდა იოანე მარია ვიანესი ცხოვრების აზრი და არსი. იგი ცნობილია, როგორც (Cure dars. არსის მოძღვარი).
წმინდანი 1786 წელს დაიბადა, ლიონის მახლობლად, დარდილიაში. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, ამიტომ მას ადრეული ასაკიდანვე მოუწია მინდვრებში მუშაობა. 17 წლის იოანეს განათლების პრობლემა ჰქონდა, თუმცა დედამ, რომელიც მორწმუნე იყო, მას ბევრი ლოცვა ასწავლა.
მაშინ საფრანგეთში რევოლუციის განწყობა იყო, ამიტომიოანემ პირველი ზიარება ეკლესიის ნაცვლად, სახლში მიიღო.მღვდელმა, რომელიც რევოლუციონერებს არ შეეკრა, საიდუმლოდ აღავლინა სარდაფში წმინდა წირვა. 17 წლის იოანემ კი მღდლობისაკენ მოწოდება იგრძნო.
“თუ მღვდელი გავხდებოდი, უამრავ გულს დავიპყრობდი“,–ამბობდა იგი. მისი სწავლის გზა მარტივი არ ყოფილა, მას დამახსოვრებისპრობლემა ჰქონდა, თუმცა ბევრი კეთლი მღვდლის, მათ შორის, აბატი ბალეიასა და წინამძღვრის, ეკიულის დახმარებით, 1815 წელის 13 აგვისტოს, 29 წლის ასაკში, მღვდლად ეკურთხა.
1818 წელს, ხელდასხმიდან სამი წლის შემდეგ, იგი პატარა სოფელ არსში წარგზავნეს, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ სოფელში 230 ოჯახი ცხოვრობდა. იოანემ მთელი თავისი ენერგია ადგილობრივი მორწმუნეების მსახურებას მიუძღვნა. დააარსა ინსტიტუტი “განგებულება”. იღებდა ობლებს, ავადმყოფებსა და ყველაზე ღატაკ ოჯახებს, აღადგინა ეკლესია. იგი უწევდა ორგანიზებას დიდ დღესასწაულებს. თუმცა მისი, როგორც არსის წმინამძღვრის მისია ვლინდება მის დამოკიდებულებაში აღსარების საიდუმლოსთან. იგი მუდამ მზად იყო მოესმინა და მიეტევებინა.
საფრანგეთის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა უამრავი ხალხი, რათა იოანესთან ეთქვათ აღსარება და მიტევება მიეღოთ. მას 16 საათი უწევდა სააღმსარებლოში ჯდომა და მოსმენა. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ სოფელს სახელი “სულების უდიდესი საავადმყოფო”. თავად იოანე კი მარხვაში ატარებდა დროს, რათა ცოდვების მიტევებაში,მცირედი წვლილი შეეტანა: “მე გეტყვი თუ როგორია ჩემი რეცეპტი”, – ასე უხსნიდა ერთ ძმას. ”მე ცოდვილებს ვაძლევ მცირედ მიტევებას, დანარჩენს კი ვინანიებ მათთან ერთად”.
ღმერთისა და მორწმუნეთა მსახურებაში მყოფი იოანე მარია ვიანეი, 73 წლის ასაკში, 1859 წლის 4 აგვისტოს აღესრულა. იგი დაკრძალულია არსში, ხოლო მის სახელზე მიძღვნილი საწმინდარი ყოველ წელს ნახევარ მილიონ მომლოცველს მასპინძლობს. იგი პაპმა პიუს მეათემ 1905 წელს ნეტარად შერაცხა, ხოლო 1925 წელს პიუს მეთერთმეტემ წმინდანად.
1929 წელს, იოანე მარია ვიანეი სამრევლოებში მოღვაწე ყველა მოძღვრის მფრაველად გამოცხადდა. 1959 წელს მისი გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე, პაპმა, იოანე XXIII-მ მიუძღვნა მას ენციკლიკა Sacerdotii nostri Primordia. მასში წმინდა იოანე მარია ვიანეი ნაჩვენებია, როგორც ნამდვილი მღვდლის ხატება.
მისი გარდაცვალებიდან 150 წლისთავზე, 2009 წელიპაპმა ბენდიქტე XVI–მ გამოაცხადა მღვდელბის წლად.
catholic.ge