top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოანე ოქროპირის მოხსენიება

13 სექტემბერს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა იოანე ოქროპირს, ეპისკოპოსს, კონსტანტინოპოლის პატრიარქსა დაეკლესიის დოქტორს.



იოანე ოქროპირი დაიბადა დაახლ. 349 წელს ანტიოქიაში. იყო დიდგვაროვანთა ოჯახიდან. მამა – კეისრის ოფიცერი, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მის აღზრდას შეუდგა ყოველმხრივ განათლებული დედა, რომელიც ნახევრად მონაზვნურ ცხოვრებას მისდევდა.


იოანე მოინათლა ზრდასრულ ასაკში. 6 წელი უდაბნოში გაატარა, სადაც განდეგილად ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. 381 წელს,იგი დიაკვნად აკურთხეს. ხუთი წლის შემდეგ, იგი მღვდელი გახდა და დაიწყო მქადაგებლური საქმიანობა. მან შეკრიბა ხალხი, რომელთაც სურდათ მოესმინათ მისი სწავლებები. მისი გამონათქვამები კი გავრცელდა მთელსქრისტიანულ აღმოსავლეთში.


397 წელს იოანე მიიწვიეს კონსტანტინოპოლში, სადაც მისთვის მოულოდნელად საპატრიარქო დედაქალაქში გააწესეს. აქ მან ეპისკოპოსობა მიიღო. შეუდგა მკაცრი ცხოვრების წესს და სასულიერო პირებს შორის დისციპლინა დაამყარა. ის ზრუნავდა ღარიბებსა და ავადმყოფებზე, ააშენა მათთვის პოლიკლინიკები და საავადმყოფოები.


მისმა შეხედულებებმა მოწინააღმდეგეები აამხედრა. ქალების შესახებ მისი ქადაგება აღმოჩნდა მინიშნება დედოფალ ევდოქსიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით,მისი მოწინააღმდეგე ეპისკოპოსების სინოდი შეიკრიბა და მუხის ქვეშ შეეწინააღმდეგნენ იოანეს და კეისრისგან მოითხოვეს მისი განდევნა. იოანეს დასაცავად ხალხი გამოვიდა და საქმე სისხლიან დაპირისპირებამდეც კი მივიდა.


იოანემ უარი თქვა სინოდის უკანონო მმართველობაზე და თავი გადასცა საერო ხელისუფლებას, მას მიუსაჯეს ბითინიაში გადასახლება (403 წელს). სასახლეში არეულობის, კატასტროფებისა და მიწისძვრის წინაშე, რომელიც განიხილებოდა იმ დროს, როგორც ზებუნებრივ ნიშნებად, პატრიარქი კვლავ დააბრუნეს კონსტანტინოპოლში, თუმცა 404 წლის 9 ივნისს გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც იგი გადაასახლეს სომხეთის მიმდებარე მიდამოებში.


სამი წლის შემდეგ, გადაწყდა მისი გადაყვანა კავკასიონის ქვეშ მდებარე პიცუნდაში. იოანე, რომელსაც ფეხით მიაცილებდნენ, 407 წლის 14 სექტემბერს გზაში გარდაიცვალა.


მან დატოვა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მშვენიერი გამოსვლებისა და ვრცელი მიმოწერის გარდა, შემონახულია საღვთისმეტყველო ტრაქტატები იესოს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შესახებ, ევქარისტიის შესახებ - როგორც ჯვარზე შეწირული მსხვერპლის იდენტური მსხვერპლშეწირვისა და პაპის პირველობაზე.


20 წლის შემდეგ,თეოდოს II-მ და წმინდა პულხერიამ პატრიარქის ცხედარი კონსტანტინოპოლში გადმოაბრძანეს და საზეიმოდ დაასვენეს წმიდა მოციქულთა ეკლესიაში. მისი სიწმინდეები დღეს ასევე გვხვდება ათონის მთაზე, ბრიუგეში, კლაირვოში, დუბროვნიკში, კიევში, მაინცეში, მესინაში, მოსკოვში, პარიზში, რომსა და ვენეციაში.


1568 წელს პიუს V-მ იგი ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა. იოანე ოქროპირიმქადაგებელთა მფარველია.


იკონოგრაფიაში წმ. იოანე ოქროპირი გამოსახულია როგორც მართლმადიდებელი პატრიარქი, ხანდახან, როგორც კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი. მისი ატრიბუტებია: წიგნი, ვირი და საწერი ფრთა.


წყარო: pl.aleteia.org



შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page