კაროლ ვოიტილას პონტიფიკატობის პერიოდში, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლა გახდა გარდამტეხი მომენტი და ახალი გვერდის დაწერის საშუალება, იმ ქრისტიანების ისტორაში, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის ათეიზმით იტანჯებოდნენ.

„იოანე პავლე II და კათოლიკე ეკლესია საბჭოთა კავშირსა და მისი დაცემის შემდგომ აღმოცენებულ ქვეყნებში“, – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 2021 წლის 18 ივნისს, პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტში შედგა.
იგი პაპის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველსა და ისტორიკოსს, იან მიკრუტს ეკუთვნის და იტალიურმა გამოცემამ Gabrielli editore–მ დაბეჭდა. წიგნი მოიცავს მასალებს მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის პერიოდიდან, იოანე პავლე II-ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზიტებით.
ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის ეკლესიების საკითხთა კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი ლეონარდო სანდრი, კაუნასის ყოფილი არქიეპისკოპოსი მიტროპოლიტი, კარდინალი სიგიტას ტამკიავიჩიუსი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ემერიტუსი მიტროპოლიტი იოანე როშინი.
წიგნის მთავარმა რედაქტორმა, იან მიკრუტმა „რადიო ვატიკანთან“ ინტერვიუში საბჭოთა კავშირის დროსა და მისი დაშლის შემდეგ, იოანე პავლე II-ის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა მის მიერ გამოცემულ დოკუმენტებს, ენციკლიკებსა და საბჭოთა კავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიპლომატიური ურთიერთობების გარღმავებას.
„პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1988 წელს, როცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობდა კიევის რუსეთის გაქრისტიანებიდან 1000 წელს, ვატიკანიდან დღესასწაულზე წარგზავნილი იქნა ოფიციალური დელეგაცია. ამავე წელს, მიხეილ გორბაჩოვმა დაიწყო „პერესტროიკა“. ეპოქალური გარდასახვა სწორედ 1989 წლის 1 დეკემბერს, მიხეილ გორბაჩოვის ვატიკანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. იოანე პავლე II აღფრთოვანებული იყო, ვინაიდან მის წინაშე იდგა საბჭოთა რეჟიმის მაღალჩინოსანი. იმ რეჟიმის, რომელიც ათწლეულების მანძილზე სდევნიდა ეკლესიას და რელიგიას.
გორბაჩოვი კი, თავის მხრივ, ვატიკანთან თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამდა. 1990 წლის 29 იანვარს, საბჭოთა რეჟიმის სახელმწიფოში ოფიციალურად დაინიშნა ვატიკანის ნუნციუსი, ფრანჩესკო კოლასუონა. იგი მოსკოვში იმავე წლის 6 მაისს ჩავიდა და მოინახულა ბელარუსი, უკრაინა, ლიეტუა, ლატვია და შუა აზიის ქვეყნები. ნუნციუსი ყველგან დიდი პატივით მიიღეს, ისე, თითქოს პაპს მასპინძლობდნენ“, – აღნიშნავს რედაქტორი იან მიკრუტი.
„ვატიკანის დიპლომატი შეხვდა ლატვიისა და ლიეტუას ზოგიერთ ეპისკოპოსს და იატაკქვეშა ეკლესიების მსახურ სასულიერო პირებს. მანვე დაიწყო დიალოგი მართლმადიდებელ ეკლესიასთან და შეარჩია საეპისკოპოსო კადიდატები ლატვიიდან, ლიეტუადან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქყეყნებიდან, რათა რუსეთში, მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში ორი კათოლიკური ეპარქია ჩამოყალიბებულიყო.
1990 წლის 10 მაისს, ვატიკანში, ოფიციალურად დაინიშნა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი (ელჩი)იური კარლოვი. იმავე წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირმა მიიღო კანონი სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ, რაშიც მოიაზრებოდა ასევე კათოლიკური რელიგიური ორგანიზაციები.
ავტორი ხაზს უსვამს იოანე პავლე II–ისა და სხვა პაპების უდიდეს სურვილს სწვეოდნენ რუსეთს. იოანე პავლე II-მ ვერ შეძლო იქ ჩასვლა, თუმცა ეწვია პოსტსაბჭოთა ზოგიერთ ქვეყანას. 1993 წლის სექტემბერში პაპი იმყოფებოდა ლიეტუაში, ლატვიასა და ესტონეთში, 1999 წელს – საქართველოში, 2001 წელს –უკრაინაში, ყაზახეთსა და სომხეთში, ხოლო 2002 წელს აზერბაიჯანში.
რომის პაპის ვიზიტი აღნიშნული ერებისათვის სინდისისა და ადამიანური ღირსების თავისუფლების გამოხატულებას ნიშნავდა, რომელიც ათწლეულების მანძილზე საბჭოთა რეჟიმის მიერ შელახული იყო. პაპთან შეხვედრისას ქრისტიანებს შეეძლოთ გამოეხატათ თავიანთი რწმენა და ბუნებრივი იყო, რომ იოანე პავლე II-სთან შეხვედრისას ქრისტიანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. პაპი, რომელიც იყო ლოცვის ადამიანი, რომელიც სწავლობდა სულიერ მოხიბვლას, იმ კულტურებისათვისაც კი, რომლებიც განსხვავდებოდა მატერიალიზმით გაჯერებული დასავლური კულტურისაგან. ერებმა, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ რწმენის გამო, ძალზედ გაიხარეს, რაც მომდინარეობდა სახარების ხელახლა ქადაგებიდან და ქრისტიანული პრინციპებიდან.
პაპი იოანე პავლე II გულმოდგინედ განაგრძობდა თავისი წინამორბედი პაპების, კერძოდ კი, პავლე მეექვსის ეკუმენურ პოლიტიკას, რომელმაც ბევრი გააკეთა ქრისტიანული ერთობისათვის. მის ნაშრომებს შორისაა: ენციკლიკები Slavorum Apostoli, რომელიც 1985 წელს გამოიცა. 1995 წელს გამოცემული სამოციქულო გზავნილი Orientale Lumen და 1995 წლის 25 მაისს გამოცემული ენციკლიკა Ut unum sint, სადაც საუბარია კერძოდ კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობებზე.
„პაპი ვოიტილა აღნიშნავდა, რომ ეკლესია, როგორც ქრისტეს მოციქულთა საკრებულო, მიისწრაფის ქრისტიანული ერთობის მიმართულებით. ეკლესიის ღიაობის კიდევ ერთი დიდი მაგალითი იყო 2000 წლის საიუბილეო წელიწადი, სადაც პაპმა არა მხოლოდ კათოლიკეები, არამედ სხვადასხვა რელიგიური საკრებულოებიც მოიწვია. ჯერ რომის, წმინდა პავლეს ბაზილიკაში და შემდგომ კოლიზეუმში XX საუკუნის რწმენის მოწმეთა საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიებიდანაც. შემდგომ კი მსახურების სხვა უამრავი საშუალება გამოჩნდა“, – აღნიშნავს ისტორიკოსი.
„ამის მაგალითებია 1979 წელს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დემეტრესა და იოანე პავლე II-ის შეხვედრა, ასევე 1987 წელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების შეხვედრა ვატიკანში. 1881 წლის ევროპის ეპისკოპოსთა სინოდი. 1994 წელს რომში „ჯვრის გზის“ მსახურებაზე მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის მონაწილეობა, 1999 წელს კი, პაპ ვოიტილას ვიზიტი რუმინეთში, სადაც უმრავლესობა მართლმადიდებელია.
“იოანე პავლე II ეკლესიის ისტორაში შევიდა, როგორც ქრისტიანების ერთობისაკენ მუხლჩაუხრელად მებრძოლი რომის პაპი”, - ხაზი გაუსვა იან მიკრუტმა.
შოთა გიქოშვილი
Comments