top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოსების დღესასწაული არალში




19 მარტს, კათოლიკე ეკლესია წმინდა იოსების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სოფელ არალში, რადგან აქ არსებული ტაძარი, რომელიც 161 წელს ითვლის, სწორედ წმ. იოსების სახელზეა ნაკურთხი.


2021 წლის 19 მარტს, არალში სადღესასწაულო წირვა, თბილისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა აღავლინა.





ლიტურგიაზე იქადაგა ვატიკანის ელჩმა საქართველოში, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა. მან ხაზი გაუსვა წმ. იოსების ღირსებებს: "წმინდა იოსებს უწოდეს მდუმარე რაინდი, იგი მთლიანად მოცულია ღმერთით. მან ღვთისადმი მსახურება აირჩია, იგი გონიერი ადამიანია...", – აღნიშნა მან.




სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, მონაზვნები და მრევლის წევრები საქართველოს სხვადასხვა სამრევლოებიდან.


წმ. წირვის შემდეგ, სამრევლოს ახალგაზრდებმა და ბავშვებამა სტუმრებს მცირე ღონისძიება შესთავაზეს.



თაკო ფეიქრიშვილი
მედეა ხითარიშვილი


Comments


bottom of page