top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოსების წელიწადში მორწმუნეები სრულ ინდულგენციას მიიღებენ




2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრამდე, ერთი წელიწადი გამოცხადდა წმ. იოსების წლად, რომელიც არის ზეციურ წმინდა ოჯახის თავი. ამ წლის განმავლობაში, მორწმუნეებს მიეცემათ საშუალება მიიღონ განსაკუთრებული ინდულგენცია.


მნიშნელოვანი ყურადღება ეთმობათ მათ, რომლებიც ანდემიის პერიოდში იტანჯებიან.

შეგახსენებთ, რომ ინდულგენცია არ ნიშნავს ცოდვების მიტევებას, ინდულგენცია არის აღსარების საიდუმლოს დროს მიებული დროებითი სასჯელისგან განთავისუფლება. ეკლესიას შეუძლია იგი არა მხოლოდ ცოცხლებისთვის, არამედ მიცვალებულებისთისაც გამოიყენოს. გაათავისუფლოს ისინი დროებითი სასჯელისგან განსაწმენდელში.

წმინდა იოსები არის განძი, რომლის ამოჩენასაც ეკლესია აგრძელებს“, - ნათვამია წმინდა საყდრის პენიტენციალური უწყების დეკრეტში, რომელსაც ხელს აწერს კარდინალი მაურო პიაჩენცა.


პაპმა ფრანცისკემ ეს წელი მიუძღვნა წმინდა იოსებს, მარიამის დანიშნულს, მისი საყოველთაო ეკლესიის მფარველის გამოცხადებიდან 150 წლისთავზე. აქდან მომდინარეობს პენიტენციარის გადაწყვეტილება. შესაბამისად, წმინდა მმის რაცისკეს ნებით, მორწმუნეები მიიღებენ სრულ ინდულგენციას 2020 წლის 8 დეკემბრიდან, 2021 წლის 8 დეკემბრამდე ჩვეულებრივ პრიობებში, რომლებშიც შდის აღსარების საიდუმლო, წმინდა ზიარება და ლოცვა რომის პაპის განზრახვებისათის.


დეკრეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ, ვინც კოვიდ პანდემიის გამო დაზარალდა. წერია, რომ სრული ინდულგენციის მადლი ვრცელდება განსაკუთრებით „ავადმყოფებზე, მოხუცებზე, მომაკვდავებზე და მათზე, რომლებსაც კანოით გათვალიწინებული მიზეზების გამო, არ შეუძლიათ გარეთგასვლა“. ხოლო მღვდლები ვალდებულები არიან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ შერიგების საიდუმლოს ხშირ აღსრულებას და ხშირად აზიარონ ავადმყოფები.


bottom of page