5 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია მილანის ეპისკოპოსსა და კარდინალსწმინდა კარლო ბორომეოს მოიხსენიებს.
კარლო ბორომეო დაიბადა 1538 წლის 2 ოქტომბერს,ბორომეოების ცნობილ ოჯახში არონში. იგი ჯილბერტოსა და მარგარიტას მეორე ვაჟიშვილი იყო.
ბიჭი ეპისკოპოსი, “სიწმინდის გიგანტი”.
პატარა კარლო თავისთავზე იღებს ინიციატივებს. 12 წლის ასაკში ბენედიქტელთა სააბატოსგან იღებს კომენდატორის საპატიო ტიტულს, რომელსაცმოაქვს მისთვის არც თუ ისე ცოტა შემოსავალი, მაგრამ მომავალი წმინდანი გადაწყვეტს, თავისი ქონება უპოვრებს დაურიგოს.
1559 წელს, კარლომ შეისწავლა საჯარო და საეკლესიო კანონები. 21 წლის ასაკში კი გახდა სამართლის დოქტორი.რამდენიმე წლის შემდეგ,გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა ფედერიკო. ბევრი ურჩევდა მას, მიეტოვებინა საეკლესიო მსახურება, რათა სათავეში ჩასდგომოდა ოჯახს. ამის მიუხედავად, კარლო აგრძელბედა თავის მღვდელმსახურების გზას.
1562 წელს, 25 წლის ასაკში, იგი მღვდლად აკურთხეს, ხოლო მღვდლობის შემდეგ, მაშინვე ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. მან ეპისკოპოსის ხარისხში მიიღო ტრიდენტის კრების დასკვნით ფაზაში მონაწილეობა (1562–1563წწ.) და ტრიდენტის კატეხიზმოს შედგენაში მონაწილეობით, გახდა ე.წ. კონტრეფორმაციის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი.
მაშინვე აამოქმედა პრაქტიკაში კრების მითითება, რომლის თანახმადაც, მოძღვრებს უნდა ეცხოვრათ თავიანთ ეპარქიებში.
1565 წელს, 27 წლის ასაკში, კარლო შეუდგა მილანის არქიეპისკოპოსის სტატუსით მსახურებას. მან სამწყსო ვიზიტით სამჯერ მოინახულა თავის იურისდიქციაში არსებული მთელი ტერიტორია. დააარსა სასულიერო სემინარია, რაც დაეხმარებოდა მღვდლებს ფორმირებაში. ააგო ეკლესიები, დააარსა სკოლები, კოლეჯები, საავადმყოფოები, დააფუძნა სეკულარული მღვდლების ობლატელთა კონგრეგაცია.
ამავდროულად, კარლომ თავისთავში დაისახა ეკლესიის შიდა რეფორმაციის უდიდესი მიზანი, ეს კი ქრისტიანებისათვის განსაკუთრებულად მძიმე ეპოქაში მოხდა. “ბიჭუნა ეპისკოპოსს” არ შეშინებია დაეცვა ეკლესია ამა სოფლის ძლიერთა ჩარევისაგან და არ დაჰკლებია გამბედაობა შეცდომების გამოსწორებით საეკლესიო სტრუქტურების განახლებისათვის. მისი აზრით, იმისათვის, რომ მოეპოვებინა ნდობა, ეკლესიის რეფორმა უნდა დაეწყო მღვდლებით. ბორომეო მღვდლებში,დიაკვნებსა და მორწმუნეებში აღძრავდა სურვილს, უფრო მეტად ერწმუნათ ლოცვისა და მონანიების ძალა საკუთარი ცხოვრების სიწმინდის გზაზე დაყენებით. იგი ამბობდა: “ სულებზე გამარჯვებას მოვახდენთ მხოლოდ მუხლმოყრილნი”.
ქრისტეს სიყვარულით შთაგონებული სამწყსო საქმიანობა მას სულაც არ ათავისუფლებდა მტრობისა და წინააღმდეგობებისაგან. მის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა თავმდაბლობის ორდენმა და რისკის ქვეშ დააყენა ეკლესიის დოქტრინა. უკნიდან ახორციელებენ მის დარტყმას, მაგრამ თავდასხმა უშედეგოდ მთავრდებოდა და მომავალი წმინდანი აგრძელებდათავის მისიას. მას სურდა, რომ მოძღვრები ყოფილიყვნენ ღვთის მსახურნი და ხალხის მამები, განსაკუთრებით კი ღარიბების (პაპი ფრანცისკე. 2016 წელის, 25 იანვარი. საჯარო აუდიენცია).
1570–იანი წლებში, დაიწყო შავი ჭირის გავრცელება. მთელს მილანს, მუხლმოყრილს, შიმშილითა და ეპიდემიით დამძიმებულს, მხოლოდ საკუთარი არქიეპისკოპოსის იმედიღა ჰქონდა დარჩენილი. იგი არ იბრალებდა საკუთარ თავს და ერთგული რჩებოდათავის საეპისკოპოსო დევიზისა “Humilitas” (თავმდაბლობა). 1576–1577 წლებში იგი მუდმივად ავადმყოფების გვერდით იყო და ხარჯავდა მთელს თავის ქონებას მათ დასახმარებლად. მისი ერში ყოფნა იმდენად მუდმივი იყო, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი ხალხის მეხისერებაში შემორჩ,ა როგორც “წმინდა კარლოს შავი ჭირი”. ხოლო ერთი საუკუნის შემდეგ, ალესანდრო მანცონი თავის რომანში “დანიშნულები”, ჰყვება ამის შესახებ.
მილანის არქიეპისკოპოსს უდიდესი წვილილი მიუძღვის ქრისტეს სუდარის იტალიაში ჩატანაში. იმედნად გულმოდგინედ ლოცულობდა წმინდა ჰერცოგი სავოისკის წმინდა რელიკვიის წინაშე, რომ 1578 წელს გადაწყვიტეს ქრისტეს სუდარა საფრანგეთიდან, შამბერის ციხესიმაგრიდან ტურინში, იტალიაში გადაეტანათ, სადაც დღემდე ინახება.
კარლო ბორომეო ფეხით გაემართა სუდარის მოსალოცად. მან გზად 4 დღე დაყო, რათა მოენახულებინა სუდარა და ელოცა მის წინაშე.
ცხოვრებისეული გამოწვევებიდან დაუძლურებულმა მისმა სხეულმა დაიწყო ნელ–ნელა დანებება და 1584 წლის ნოემბერში 46 წლის ასაკში კარლო გარდაიცვალა, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი მორალური და სულიერი საგანძური.
1602 წელს პაპმა კლიმენტი III-მ იგი ნეტარად შერაცხა, 1610 წელს კი, პაპმა პავლე V-მ წმინდანად.მას შემდეგ მისი ნეშტი განისვენებს მილანის საკათედრო ტაძარში. კრიპტაში ე.წ. Scurolo-ში, ვერცხლის ფოლგის პანელები ასახავს მის ცხოვრებას.
ის, ვინც გაისეირნებს ტბა მაჯორეს ნაპირზე, მყისვე შეამჩნევს წმინდა კარლო ბორომეოს 35 მეტრიან ქანდაკებას, რომელიც გადმოჰყურებს არონის წყლებს. ქანდაკება აგებულია XVII საუკუნეში და არის სპილენძისა და რკინის ნაზავი – მაკურთხებელი მილანის არქიეპისკოპოსი. თუმცა ქანდაკებას აქვს ერთი თავისებურება: გრძელი კიბის წყალობით მისი მონახულებაშესაძლებელია ასევე შიგნიდან. ის ვინც ადის კიბეებზე, შეუძლია ერთდროულად ორი ხეობის დანახვა. აი ბორომეოს სწავლებაც ესაა. დაინახო სამყარო მისი თვალით, ანუ თავმდაბლობისა და გულმოწყალების მეშვეობით.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments