• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა კლარას მოხსენიება - 11 აგვისტო

11 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს ქალწულ, წმინდა კლარა ასიზელს.

წმინდა ქალწული კლარა 1194 წელს ასიზში დაიბადა. იყო დიდგვაროვნების ოჯახიდან.


1212 წელს იგი მშობლებისგან საიდუმლოდ, წმინდა ფრანცისკეს ხელიდან სამონაზვნო ჰაბიტით შეიმოსა და ფრანცისკანელთა ორდენის წესდების საფუძველზე ჩამოაყალიბა პირველი ქალთა მონასტერი – „ღარიბთა უფალი“. მოგვიანებით, მონასტერს უწოდა კლარელთა ორდენი. ორდენის უმთავრესი გზა სიღარიბეა.


მონასტერი დაფუძნდა წმინდა დამიანეს ტაძრის მახლობლად. მოულოდნელად, ორდენს შეუერთდა ნეტარი აგათა.


როცა წმინდა ფრანცისკეს გაუჩნდა სტიგმატები და მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, წმინდა კლარა მას მონასტრის ეზოში სპეციალურად გაშენებულ კელიაში უვლიდა.


კლარა განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა უფლის ვნებებისა და ევქარისტიის მიმართ. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, იგი მაინც მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. მისი ლოცვების წყალობით ალყაშემორტყმული ასიზი მტრისგან განთავისუფლდა.


კლარა გარდაიცვალა 1253 წლის 11 აგვისტოს. ორი წლის შემდეგ, იგი პაპმა ალექსანდრე IV-მ წმინდანად შერაცხა.


წმინდა კლარა არის კლარელთა, კაპუცინელთა და ასიზის ზეციური მფარველი.


იგი იკონოგრაფიაში გამოსახულია კლარელთა ორდენის ჰაბიტში შემოსილი, მონასტრის ჭიშკართან მდგარი. ზოგჯერ კი, მონსტრანციით ხელში მლოცველი, როცა იცავს ასიზის მისადგომებს. მისი ატრიბუტიკაა ლოცვის წიგნი, ჯვარცმა, ყვავილი და მონსტრანცია.


catholic.ge