• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ლავრენტის დღესასწაული – 10 აგვისტო


10 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს დიაკვნისა და წამებულის, წმინდა ლავრენტის დღესასწაულს.



„როგორც ქრისტემ გასწირა თავისი სული ჩვენთვის, ჩვენც უნდა გავწიროთ ჩვენი სული ძმებისთვის. ჩემო ძმებო, ლავრენტმა ეს გააცნობიერა და გონებით მოიქცა, სიცოცხლეში უყვარდა ქრისტე, სიკვდილში მის კვალს გაჰყვა“, - თქვა წმინდა ავგუსტინემ, წმინდა ლავრენტის დღესასწაულზე, ქადაგებაში.


წმინდა ლავრენტი, რომელიც რომის ეკლესიის 7 დიაკონთაგან ერთ-ერთი იყო, პაპ სიქსტიუს II-ის დროს მოღვაწეობდა.


მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს, პაპი სიქსტუს II მოწამებრივად აღესრულა, ლავრენტი რომის ეკლესიის მთავარი ავტორიტეტი გახდა, რომელიც ეკლესიის ხაზინადარი იყო.

როდესაც ის ჯალათების წინაშე დაიბარეს, უბრძანეს, თან წაეღო ეკლესიის მთელი სიმდიდრე. ის კი მივიდა რამდენიმე ინვალიდთან, ღარიბთან, ავადმყოფთან და თქვა: "ეს არის ეკლესიის ნამდვილი სიმდიდრე". ლავრენტი მაშინვე გააგზავნეს სასიკვდილოდ.


გადმოცემის თანახმად, 258 წლის 10 აგვისტოს იგი კოცონზე დაწვეს.


წმინდა ლავრენტს თაყვანს სცემენ, როგორც რომის ერთ-ერთ მფარველს, წმ. პეტრესა და წმ. პავლესთან ერთად.


წმინდანი არის ესპანეთის მფარველი. იკონოგრაფია მას გამოსახავს როგორც დიაკონს სადიაკვნო შესამოსლით, ან დიაკონის სტოლაში.


Catholic.ge