13 დეკემბერს კათოლიკე ეკლესიაში წმინდა ლუჩიას მოხსენიებაა.
ლუჩია წარმოშობით სიცილიის სირაკუზიდან იყო. მისი ცხოვრების უძველესი აღწერა ჯერ კიდევ V საუკუნიდან მოდის.
აღწერის თანახმად, იგი უნდა დაბადებულიყო წარჩინებულ ოჯახში და უკვე უნდა დაენიშნათ არანაკლებ წარჩინებულთა ოჯახში დაბადებულ ვაჟზე, როდესაც ლუჩიამ მოილოცა წმინდა აგატას საფლავი, რათა დედის გამოჯანმრთელება ეთხოვა. მას თავად წმინდა აგატა გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ იგი (ლუჩია) მოწამეობრივად აღესრულებოდა. მან ასევე ურჩია ლუსიას მომზადებულიყო მსხვერპლისთვის.
როცა ლუჩია სურაკუზაშიდაბრუნდა, გათხოვებაზე უარი განაცხადა და მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. მან ასევე დადო სისპეტაკის აღთქმა.
მალევე დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ლუჩია მის ხელში მყოფმა ერთ–ერთმა კანდიდატმა უარყო ქრისტიანობის გამო. როცა წამებამაც კი ვერ გატეხა ქალწული, მას მახვილით თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 13 დეკემბერს. წმინდანი 23 წლის იყო (ან 28 წლის, რადგან ზოგი ისტორიკოსი თვლის, რომ 286 წელს აწამეს).
წმინდა ლუჩიას სიკვდილთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომლის ავთენტურობის შემოწმებაც რთულია.
წმინდანი უნდა გაეგზავნათ საროსკიპოში, მაგრამ მისი ადგილიდან დაძვრა ვერაფრით მოახერხეს, იგი ორმა ხარმაც კი ვერ დაძრა. შემდეგ მსაჯულმა მას კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ქალწულს ცეცხლი არ მიეკარა. ბოლოს, კი აჯანყებით შეშინებულმა მსაჯულმა მას თავის მოკვეთა მიუსაჯა, თუმცა ვერც ეს მოხერხდა. სახლში მიყვანის შემდეგ წმინდანმა მოითხოვა ზიარება და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ აღესრულა. ავტორი მისი წამების დაწერისას, აღწერს წმინდანსა და მსაჯულს შორის შემდგარ დიალოგს, რომელიც იყო ერთგვარი ზნეობრივი სწავლების შედევრი ქრისტიანების განსასხვავებლად და მხარდასაჭერად.
წმინდანის შესახებ საკმაოდ ცოტა ინფორმაცია გვაქვს. იმდენამ ცოტა, რომ ისტორიკოსები ემხრობოდნენ მისი რომაული მარტიროლოგიიდან (წამებულთა ცხოვრება) ამოღებას.
1894 წელს, სირაკუზში აღმოაჩინეს წმინდა იოანეს საფლავზე უძველესი წარწერა ბერძნულ ენაზე, რომელიც გვიამბობს, რომ ეს სამარხი ააგო ვინმე ეუსებიამ თავისი ქალბატონი ლუჩიასათვის.
წმინდანის რელიკვია 1204 – 2004 წლების შუაში გატანილ იქნა ვენეციაში, რომელიც 800 წლის მანძილზე ათხოვეს სირაკუზს.
წმინდა ლუჩიას სახელი რომაულ კანონში შეიტანა წმინდა გრიგორი დიდმა.
ლუჩია არის შვედეთისა და ტოლედოს მფარველი წმინდანი, იგი ასევე არის მკერავების, უსინათლოების, ფერმერებისა და მქსოველთა მფარველი და თვალების დაავადებების მქონეთა დამცველი.
Catholic.ge
コメント