top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა მარკოზ მახარებელი

25 აპრილს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარკოზ მახარებლის დღესასწაულს.

წმინდა მარკოზი, მოციქული და მახარებელი (პირველი საუკუნე), მოციქულთა საქმეებში იოანეს სახელით გვხდება, მოხსენიებულია, როგორც იოანე მარკოზად წოდებული. იგი სავარაუდოდ, იმ სახლის მეპატრონის მარიამის ძეა, სადაც უფალმა საიდუმლო სერობა აღასრულა (საქმ.12,12).


მარკოზი პეტრეს მოწაფე იყო. მისი სახარება მოციქულთა წინამძღვრის კატეხიზმოა. მარკოზი და მისი ნათესავი ბარნაბა, პეტრესთან ერთად იმყოფებოდნენ, როცა პეტრე პირველად მოგზაურობდა კვიპროსსა და ანტიოქიაში.


ტრადიციის თანახმად, წმინდა მარკოზმა ჩამოაყალიბა ალექსანდრიის ქრისტიანული საკრებულო, რომლის პირველი ეპისკოპოსიც თავად იყო. იგი იქვე დააპატიმრეს და დილეგში ჩააგდეს, რის შემდეგაც, დაახლოებით 62 წელს ჩვ.წ. აღრიცხვით, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. სხვა გადმოცემის თანახმად, იგი აღესრულა რომში, იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დროს.


წმინდა მარკოზ მახარებელი მწერლების, ნოტარიუსების, მეკედლეების, მემინეებისა და მხატვრების მფარველია. ასევე მფარველია შემდეგი ქალაქების: ბერგამოს, ვენეციის, ასევე ალბანეთის. მას შუამდგომლობისთვის ლოცვით მიმართავენ საგაზაფხულო ხვნა-თესვისას და კარგი ამინდების თხოვნით.


იკონოგრაფიაში წმინდა მარკოზი გამოსახულია არქიეპისკოპოსის მოსასხამით, ან აღმოსავლური წესის ეპისკოპოსთა შესამოსლით, ხელთ უპყრია გადაშლილი ან დახურული წიგნი. ასევე გამოსახულია ფრთიანი ლომის სიმბოლოთი.


მარკოზის სახარებაში ძალიან ცოტაა ნათქვამი ღვთისმშობლის შესახებ. იგი არ აღწერს, არც იესო ქრისტეს ბავშვობას.

შოთა გიქოშვილი



bottom of page