
მფარველი ანგელოზის ხატს ბევრი ადამიანის სახლში შეხვდებით, ბებიები, პაპები, მშობლები შვილებს ასწავლიან ლოცვებს მათი მფარველი ანგელოზის შუამდგომლობისთვის. “ღვთის ანგელოზო, შენ ჩემი მფარველი ხარ, მე შენ მოგნდობივარ, ღვთის წყალობითა“...
წმინდა წერილი ღვთის მიერ წარმოგზავნილი ანგელოზების არსებობის ფაქტებს ამყარებს, რომლებიც მონაწილეობენ კაცობრიობის ხსნის ისტორიაში. ისინი წმინდა სულიერი ქმნილებები არიან, რომლებიც შუამდგომლობენ ღმერთსა და ადამიანს შორის.
ანტონინა დ ასტანასის გამოცხადებიდან ნათელი ხდება,რომ შეგვიძლია ზეცას გამოვთხოვოთ დახმარება ეკლესიისთვის, ვილოცოთ ანგელოზთა დასის, სერაფიმების, ქერუბიმების, ანგელოზებისა და მთავარანგელოზების შუამდგომლობით.
ანგელოზების შესახებ ეკლესიაში სწავლებაI საუკუნიდან იწყება. მათ შესახებ არაერთი გამოჩენილი მოაზროვნე ქრისტიანი წერდა. მათზე საუბრობდნენ წმინდა ავგუსტინე, წმინდა იერონიმე და სხვანი. აღსანიშნავია ასევე ის წმინდანები, რომლებიც დიდ პატივს მიაგებდნენ ანგელოზებს: სტანისლავ კოსტკა, ფრანცისკე სალელი, იოანე ბოსკო და სხვები.
ანგელოზებისადმი პატივის მიგება ადრექრისტიანულ ლიტურგიაშიც გვხვდება. მათი მოხსენიების დღე XV საუკუნეში, იბერიის ნახევარკუნძულზე დადგინდა. პაპ პიუს V-მეს მოხსენიება აიყვანა დღესასწაულობის ხარისხში და ლიტურგიაში სახალხო ადათ-წესი გააუქმა. 1608 წელს კი,პაპ პავლე V-ის მიერ კვლავ დაბრუნდა ეს ტრადიცია. პაპმა კლიმენტი X-მ, 1670 წელს დღესასწაული განავრცო მთელს ეკლესიაზე, ხოლო 1893 წელს, პაპმა ლეონ XIII-მ აღნიშნული დღის ზეიმი კალენდარში 2 ოქტომბერს დააწესა.
როცა იოანე XXIII საფრაგეთში სამოციქულო ნუნციუსი იყო, ყოველთვის იხსენებდა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ესიქნებოდა საჯარო თუ პირადი, თავის მფარველ ანგელოზს სთხოვდა, რათა მასსადა მასთან მოსაუბრეს შორის გაგება ყოფილიყო. სწორედ ამის წყალობით ყოველთვის წარმატებით მთავრდებოდა მისი შეხვედრები.
შოთა გიქოშვილი