წმინდა პავლე მიკისა და მეგობრების მოხსენიება


6 თებევალს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს თავის გმირ შვილებს, იესოს საზოგადოების წევრებს, წმიდა პავლე მიკის (1564-1597) და მის ორ მოძმეს: წმიდა იოანე გოტოს და წმინდა იაკობ კისაის - იაპინელ წამებულებს. ასევე ნეტარ მღვდელს კარლოს სპინოლას (1564-1622), მღვდელ სებასტიან კიმურას და 33 საერო მორწმუნეს.


როდესაც იაპონელმა წმინდანებმა მიიღეს მოწამეობრივი სიკვდილი, წმინდა პავლე მიკი იყო 33 წლის, იგი ბავშვობიდან იზრდებოდა აძუტისა და ტაკაცუკის სასულიერო სემინაირებში, მას მალევე უნდა მიეღო ხელდასხმა. იგი ითვლებოდა იაპონიაში საუკეთესო მქადაგებლად.


წმინდა იოანე დე გოტო იყო 19 წლის ყმაწვილი. იგი წარმოშობით ქრისტიანული ოჯახიდან იყო და სწავლობდა ნაგასაკის იეზუიტთა სკოლაში, შემდგომ კი შევიდა კატეხიზატორთა კოლიგიაში სიკიში, დააპატიმრეს იეზუიტების სახლში.

წმინდა იაკობ კისაი იზრდებოდა ბუდისტურ მონასტერში, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ კი, ცოლად შეირთო ქრისტიანი გოგონა, თუმცა ცოლს გაეყარამ, რადგან გოგონას სურდა კვლავ გადასულიყვნენ წარმართობაზე, რის შემდეგაც შევიდა იესოს საზოგადოებაში და გახდა ძმა (ბერი).


1597 წელს წმინდა პავლე მიკი და მისი მეგობრები ქრისტიანობისთვის მოწამეობრივად აღესრულნენ.


განაჩენის შემდეგ, მსჯავრდებულები მიიყვანეს სასჯელის ადგილზე, სადაც მათ ელოდათ უკვე მომზადებული ჯვრები. მათ შეხედეს ჯვებს და ჩაეხუტნენ.


ჯალათებს არ მიულურსმნიათ მოწამეები კვრებზე, არამედ ისინი მიამაგრეს ხელებზე, ფეხებსა და კისერზე რკინის როგლებით. წმიდა პავლე მიკის ჯვარზე დაკიდება ჯალათს გაურთულდა, რადგან პავლე მიკი ტანდაბალი იყო და მისი ფეხები არ წვდებოდა ჯვრის ქვედა ნაწილამდე, ამიტომ, ჯალათმა ნაჭერი მოაბა მას და უნდა შეეკრა. ამ დროს ერთ-ერთმა ბერმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება, ხოლო წმიდა პავლე მიკიმ მას შეაწყვეტია და უთრხა: „თავი დაანებე მამაო, არაუშავს“. როდესაც ყველანი ჯვარს აცვეს, იმ წუთშივე აღმართეს ოცდაექვსივე ჯვარი. წმინდა პავლე მიკიმ სიკვდილის წინ წარმოსთქვა თავისი უკანასკნელი ქადაგება: „მე იაპონელი ვარ და ვეკუთვნი იესოს საზოგადოებას. არაფერი ცუდი არ ჩამიდენა, თუმცაღა ვკვდები ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის. მიხარია, რომ მისი სახელისათვის ვკვდები, ეს არის ჩემთვის უფლისაგან უდიდესი მადლი. გარწმუნებთ, რომ არ არსებობს ცხონებისაკენ მიმავალი სხვა გზა. მე ქრისტიანობა მასწავლის მიტევებას ბოროტისათვის, მე მთელი გულით ვპატიებ მეფეს და მათ, როლებიც პასუხისმგებლები არიან ჩემს სიკვდილში და ვთხოვ, რომ მოინათლნონ“

მოამზადა შოთა გიქოშვილმა
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია