top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა პაპის, იოანე XXIII - ის მოხსენიება

11 ოქტომბერს კათოლიკე ეკელსია წმინდა პაპს, იოანე XXIII–ს მოიხსენიებს.


მცირეხნიანი პონტიფიკატის მიუხედავად (1958-1963), წმინდა იოანე XXIII დღევანდელ ეკლესიაში ერთ-ერთ ძლიერ პონტიფიკად ითვლება. იგი იყო ვატიკანის მეორე კრების ინიციატორი. “ძვირფასი პაპი” - ასე უწოდებდნენ მას. უპირველეს ყოვლისა, იგი იყო ძლიერი სულის ადამიანი, გამოირჩეოდა თავმდაბლობითა და უბრალოებით და არც იუმორის გრძნობა აკლდა.


“სულის დღიურში”, რომელიც მან დატოვა, ნათლად ჩანს ქრისტიანის ხატება, რომელიც ღმერთზეაშეყვარებული. ერიდებოდა ცოდვას და მეგობრობდა ყველა ადამიანთან, მათი შეხედულებებისა და რწმენის მიუხედავად. თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული თვისება, რაც განასხვავებდა სხვებისაგან, სულიერი სიმშვიდის სხვებისადმი გაზიარების უნარი იყო. “მოწყენილი მღვდელი - ცუდი მღვდელია“, –ამბობდა ის.


1958 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც 20 წლიანი პონტიფიკატობის შემდეგ,პაპი პიუს XII გარდაიცვალა, მის მემკვიდრედ ყველა მილანის არქიეპისკოპოსს, ჯოვანი ბატისტა მონტინის მოიაზრებდა,

რომელიც პაპის მარჯვენა ხელი იყო, მაგრამ არა –კარდინალი.


კონკლავის დაწყებიდან მესამე დღეს, მეთერთმეტე კენჭისყრაზე, ყველაზე მეტი ხმები 77 წლის ვენეციის პატრიარქმა, კარდინალმა, ანჯელო ჯუზეპე რონკალიმ დააგროვა, რომელმაც სახელად იოანე XXIII დაირქვა.


„მე ვარყველაზე ნათელიმაგალითი იმისა, რომ ყველას შეუძლია გახდეს რომის პაპი“, - ეს სიტყვები ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ რომის ახალმა ეპისკოპოსმა კარგად გაითავისა თავისი როლი.


17 ნოემბერს, არქიეპისკოპოსი მონტინი ახლადდანიშნულ კარდინალთა სიის პირველი ნომერი იყო. შემდგომში პაპმა მას კარდინალი ჰამლეტი უწოდა. თითქოს არაფერი მოასწავლებდა ქარიშხალს ეკლესიაში.სწორედ ამ დროს, 25 იანვარს, პაპმა იოანე XXIII- მ გამოაცხადა მსოფლიო საეკლესიო კრების დაწყების შესახებ.

"თვინიერება, სიკეთე, სიყვარული" - ეს არის გზავნილი, რომელიც მან დაუტოვა ეკლესიას და მსოფლიოს თავის ანდერძში. მისივე სიტყვებით, სურდათ, რომ იგი ეკლესიას დამახსოვრებოდა იმ ადამიანად, რომელიც არ იწვევდა დაყოფას, არ აშენებდა ციხე-სიმაგრეებს და არ იწვევდა უნდობლობას. ის, ვინც განსაცდელში აგდებდა უკვდავ სულებს, მათ, რომლებიც ენდობოდნენ, ლოიალურები იყვნენ ანდა ეშინოდათ. და ძმური სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი. სწორედ ასეთი პაპი დაიტირა მთელმა მსოფლიომ. სწორედ ასეთი ადამიანი შერაცხა ნეტარად 2000 წლის 3 სექტემბერს პაპმა, იოანე პავლე II- მ.

2013 წლის 5 ივლისს, პაპმა ფრანცისკემ დაუშვა გამონაკლისი და დასთანხმდა პაპ იოანე XXIII - ის წმინდანად შერაცხვას, მისი შუამდგომლობით გამოჯანმრთელების დამტკიცებული სასწაულის გარეშე.

2013 წლის 30 სექტემბერს, კარდინალთა კოლეგიუმთან ერთად, გადაწყვიტა კანონიზაციის თარიღი. 2014 წლის 27 აპრილს, უფლის გულმოწყალების კვირადღეს, პაპმა ერთად შერაცხა წმინდანებად პაპები: ნეტარი იოანე პავლე II და ნეტარი იოანე XXIII.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page