top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა პეტრე კლავერის მოხსენიება – 9 სექტემბერი

9 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა პეტრე კლავერს მოიხსენიებს. იგი იყო იეზუიტი მისიონერი. სიცოცხლე გაატარა აფრიკელი მონების სამსახურში, რომლებიც მე-17 საუკუნეში, სამხრეთ ამერიკაში მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანეს.



პეტრე კლავერი დაიბადა 1580 წელს, ფერმერთა ოჯახში,ესპანეთის კატალონიის რეგიონში. ახალგაზრდობაში სწავლობდა ბარსელონას უნივერსიტეტში და 22 წლისა შეუერთდა იეზუიტებს.


1610 წელს პიტერ კლავერი - ახალი მღვდელი - ჩავიდა კარტახენაში, დღევანდელ კოლუმბიაში, რომელიც საპორტო ქალაქში იყო. მიუხედავად პაპ პავლე III-ის მიერ მონობის დაგმობისა, იმ პერიოდში, ევროპელი კოლონისტები მაინც აგრძელებდნენ აფრიკელი მონების შემოყვანას, პლანტაციებსა და მაღაროებში სამუშაოდ. ასეთ მონებს ხშირად საკუთარი მმართველები ყიდდნენ.


პეტრეს გადაწყვეტილი ჰქონდა შეეწირა საკუთარი თავისუფლება, რათა მატერიალურად დახმარებოდა და მარადიულად ეხსნა აფრიკელი მონები, ამით კი გამხდარიყო „სამუდამოდ შავკანიანთა მონა“. ახალგაზრდა მღვდელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა, მიუხედავად საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებისა (კარტახენას ტროპიკული კლიმატის გამო) და ენობრივი ბარიერისა.


კარტახენაში ბევრი ესპანეთის სამეფო ჩინოვნიკი აფასებდა კლავერის მუშაობას და წვლილი შეჰქონდა მონების დახმარებასა და რელიგიურ განათლებაში. მონათვაჭრები კი მღვდელსა და მის თარჯიმნებს აწუხებდნენ. იმავდროულად, ზოგიერთმა ესპანელმა ემიგრანტმა, რომლებიც მღვდელს ეძებდნენ მისი კარგი რეპუტაციის გამო, უარი თქვეს იმავე ეკლესიაში ან აღმსარებლობაში შესვლაზე, სადაც „შავი მონები“ იყვნენ.


კლავერი მონებთან ურთიერთობდა გულუხვობითა და სიყვარულის გამოხატვით, ავადმყოფ მუშებს აძლევდა საჭმელსა და სასმელს, სტუმრობდა მათ ავადმყოფობის დროს, რაც ხშირად ფატალურად მთავრდებოდა.


”სანამ შევეცდებით, რომ მათ ტუჩებით ველაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ ჩვენი ხელებით“, - ამბობდა იგი.


1654 წლის 8 სექტემბერს, მისი გარდაცვალებით წმინდა პიტერ კლავერის მოღვაწეობა დასრულდა. კარტახენაში ყოფნის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მან მონათლა და მოაქცია 300 000-ზე მეტი მონა.


1851 წელს, იგი ნეტარად შერაცხეს, ხოლო 1888 წელს –წმინდანად. პაპმა ლეონ XIII-მ იგი შავკანიანი მოსახლეობაში მისიონერთა მფარველად გამოაცხადა. იგიასევე კლავერელი მონაზვნების მფარველია.


Catholic.ge



bottom of page