• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდარი ‘ჯანმოს’ დამკვირვებელი ოფიციალურად გახდა


მაისის ბოლოს, ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 74-ე პლენარულ სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, წმინდა საყდარი ოფიციალურად გახდა ამავე ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფო. ამის შესახებ, „ვატიკან ნიუსი“ წერს.


დოკუმენტის თანახმად, კონსესუსის საფუძველზე, წმინდა საყდარმა მოიპოვა გამკვირვებლის სტატუსი, როგორც ამ ორგანიზაციის არაწევრმა სახელმწიფომ.

რეზოლუცია წარადგინა იტალიამ, რასაც მხარი დაუჭირა 71-მა ქვეყანამ.

გადაწყვეტილება ფართო კონსესუსით მიიღეს, ამით კი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა კათოლიკე ეკლესიის წვლილი მსოფლიო ჯანდაცვის, ქველმოქმედების, უპოვართა დახმარებისა და მსოფლიოში მრავალმხრივი დიალოგის სფეროებში.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს წმინდა საყდართან არსებულ ურთიერთობას, ჯერ კიდევ 1953 წლიდან და საერთაშორისო დონეზე ამოწმებს ჯანდაცვის გლობარული პრობლემების მოგვარებას, დიალოგისა და საერთაშორისო სოლიდარობის საშუალებით.


1953 წლიდან ვატიკანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გენერელური დირექტორის სპეციალური მოწვევით ასრულებს დამკვირვებლის როლს (ad casum). წმინდა საყდარს ასევე რეგულარულად იწვევდნენ ორგანიზაციის ზემდგომი ორგანოების სხდომებზეც.


„1949 წლის 27 ივნისს პაპმა, პიუს მეთორმეტემ ვატიკანში პირად აუდიენციაზე მიიღო ჯანდაცვის მეორე მსოფლიო ასამბლეის ყველა მონაწილე“, - ნათქვამია ვატიკანის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: sib-catholic.ru


თარგმანი – შოთა გიქოშვილი