• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდრის დესპანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს ეწვია



საქართველოში ვატიკანის ელჩი, იგივე წმინდა საყდრის დესპანი არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძე შეხვდა.


შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა იდეას - ვატიკანის ხელშეწყობით სიქსტეს კაპელაში კონცერტის ორგანიზების შესაძლებლობას, რომელიც მიეძღვნება მშვიდობის თემას.


კონცერტში, 2022 წლის ივნისში იგეგმება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ბავშვები კონფლიქტის ზონებიდან.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვატიკანში დაცული ქართული საარქივო მასალების საკითხი და მათზე მუშაობის შესაძლებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ისტორიის წარმოჩენისთვის.


საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი


Catholic.ge