• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდრის სადესპანოს დიპლომატები ახალ თანამდებობებზე დაინიშნნენ



თბილისში, წმინდა საყდრის სადესპანოს ყოფილი დიპლომატები ახალ თანამდებობებზე დაინიშნნენ. მონსენიორ მიჰეიცე ბლაჟი და მონსენიორ ჯოზეფ რედი მარამრედი საქართველოში სამოციქულო ნუნციატურაში გასულ წლებში მსახურობდნენ.


მონსინიორ მიჰეიცე ბლაჟი, რომელიც წარმოშობით რუმინეთიდან არის და თბილისში, სამოციქულო ნუნციატურაში 2015 –2019 წლამდე მსახურობდა, ახლა ვატიკანში სახელმწიფო სამდივნოს თანამშრომლად დაინიშნა.


2019–2022 წლამდე იგი ჩადში წმიდა საყდრის სადესპანოში მუშაობდა.


მონსინიორ ჯოზეფ რედი მარამრედი, რომელიც თბილისის სამოციქულო ნუნციატურაში 2012 –2015 წლამდე მსახურობდა, ახლა უკრაინის სამოციქულო ნუნციატურაში მსახურობს. მანამდე იგი ზამბიაში წმინდა საყდრის სადესპანოში მუშაობდა.


სამხრეთ კავკასიაში წმინდა საყდრის დიპლომატიური მისიის დაარსების დღიდან, თბილისში წმიდა საყდრის სადესპანოში, დიპლომატად მუშაობდნენ მღვდლები, რომლებიც წარმოშობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.


თაკო ფეიქრიშვილი