20 თებერვალს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს და–ძმას, არამოწამეობრივად აღსრულებულ წმინდანებს, ფრანცისკუსა და ჟასინტას.
11 წლის ფრანცისკუ და 10 წლის ჟასინტა ყველაზე ახალგაზრდა წმინდანები არიან ეკლესიის ისტორიაში, რომლებიც არამოწამეობრივად აღესრულნენ. ისინი იყვნენ და–ძმა, ცხოვრობდნენ პორტუგალიაში, ცხვრის მწყემსვისას კი ნათესავ ლუსიასთან ერთად, თავის ღვთისმშობლის გამოცხადების მოწმეები გახდნენ. ეს გამოცხადება ცნობილია, როგორც ფატიმის ღვთისმშობლის გამოცხადება.
1917 წლის 13 მაისს, პირველი გამოცხადებისას, ღვთისმშობელმა სამივე ბავშვს სთხოვა ელოცათ „სავარდი“, როგორც მსხვერპლშესაწირავი ცოდვილთა მოქცევისათვის. ბავშვები ასეც მოიქცნენ. ხშირად ლოცულობდნენ და ღარიბებს თავიანთ საჭმელს აძლევდნენ.
1918 წლის ოქტომბერში, ფრანცისკუ და ჟასინტა ესპანური გრიპით დასნებოვნდნენ. მათ გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ ძალიან მალე წაიყვანდა ზეცაში.
საწოლს მიჯაჭვულმა ფრანცისკუმ პირველი ზიარებაითხოვადა მომდევნო დღეს, 1919 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა. ავადმყოფობით იტანჯებოდაჟასინტაც, მას მკერდის არეშიოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა, ამიტომ 1920 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა.
2000 წლის 13 მაისს, ღვთისმშობლის პირველი გამოცხადებიდან 83–ე წლისთავზე,
წმინდა პაპმა, იოანე პავლე II-მ ფრანცისკუ და ჟასინტა ნეტარებად შერაცხა.
2017 წლის 13 მაისს კი, ფრანცისკუ და ჟასინტა კათოლიკე ეკლესიამ ასიათასობით მომლოცველის წინაშე წმინდანად შერაცხა.
catholic.ge
Comments