"წმიდა იოანე პავლე II და საქართველო" - ასე ჰქვია გამოცემას, სადაც შესულია მოხსენებები, რომის პაპის, წმიდა იოანე პავლე მეორეს საქართველოსთან დამოკიდებულებისა და ურთიერთობის შესახებ.
გამოცემა ეძღვნება პაპის საქართველოში ვიზიტიდან 20 წლის იუბილეს. თემას 2019 წელს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენცია მიეძღვნა.
"კონფერენცია ეძღვნებოდა 20 წლის იუბილეს და შემდეგ ეს კონფერენციის მასალები წიგნად გამოვიდა. ეს არის ერთობლივი გამოცემა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, პოლონეთის საელჩოსა და ვარშავის სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტისა. იყვნენ მომხსენებლები ჩვენგან, პოლონეთის საელჩოდან და გვყავდნენ პოლონეთიდან სტუმრები. მათი ყველა სტატია ეძღვნებოდა პაპისა და საქართველოს ურთიერთკავშირს", - ამბობს სულხან-საბა ორიბელიანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, ვაჟა ვარდიძე.
მისივე თქმით, წიგნში, ყველა მომხსენებლის ნაშრომი შესული არ არის, თუმცა დაბეჭდილია, როგორც ქართული მხარის, ასევე პოლონური მხარის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები.
"საინტერესო სტატიებია იმიტომ, რომ ერთის მხირვ აფასებს, 20 წლის წინ, რა მნიშვნელობა ჰქონდა პაპის ვიზიტს საქართველოში, ურთიერთობას, გამოხმაურებებს, თვითონ პაპის ტექტსებს, რაზეც ილაპარაკა საქართველოში ვიზიტისას, ვისთან ჰქონდა შეხვედრები და რა გამოხმაურება მოჰყვა ქართულ და უცხო მედიაში", - ამბობს ვარდიძე.
წიგნში "წმიდა იოანე პავლე II და საქართველო" ინგლისურენოვანია. მასში სხვა მომხსენებლების ნაშრომებთან ერთად, შესულია ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურისა და პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკევიჩის მოხსენებები.
თაკო ფეიქრიშვილი
留言