top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. იოსებ მშრომელის დღეობა უდეში

1–ელ მაისს კათოლიკე ეკლესია წმ. იოსებ მშრომელს მოიხსენიებს, ამავე დღეს აღინიშნება უდის კათოლიკური ტაძრის დღესასწაული, რომელიც 1998 წელს არის აშენებული.



2025 წლის 1–ელ მაისს, უდის ტაძრის დღესასწაული ტრადიციულად ხალხმრავლობით აღინიშნა.


წმ. წირვა წმიდა საყდრის დესპანმა, მთავარეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა აღავლინა. ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ კათოლიკე მღვდლები სხვა სამრევლოებიდან და დიაკვნები.


წირვის დასასრულს, ვატიკანის ელჩმა უდისა და არლის სამრევლოებს "სავარდები" უსახსოვრა. უდის სამრევლომ კი მას წიგნი "უდე და უდელები" ასევე ქართული სასმისი, ტრადიციული ორნამენტებით გადასცა.


ტაძრის ეზოში მომეწყო უდის საგანმანათლებლო ცენტრ "იმედის" მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, სადაც ვატიკანის ელჩი ასევე დაასაჩუქრეს. 


მას შემდეგ, რაც ლიტურგია დასრულდა, უდის სამრევლოს წინამძღვარმა მამა დარიუშ კომადოვსკიმ ელჩი კათოლიკური ტაძრების მოსანახულებლად დაპატიჟა.


წმიდა საყდრის დესპანი იმყოფებოდა უდის კათოლიკურ ტაძარში, რომელიც 1900–იან წლებში აშენდა, 90–იან წლებში კი კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს.


ასევე ელჩმა მოინახულა უდის წმ. გიორგის სახელობის კათოლიკური სამლოცველო და არლის კათოლიკური ტაძრები.


 უდის წმ. იოსებ მშრომელის ტაძარი 1999 წელს აშენდა, მამუკაშვილების მიერ.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page