• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაული

Updated: Jun 29


29 ივნისს, კათოლიკე ეკლესიაში წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს მოხსენიება აღინიშნება.


ამ ორი მოციქულის სწავლებაზეა დაფუძნებული ეკლესიის მოძღვრების უდიდესი ნაწილი.


ორივე მოციქული სიკვდილით აღესრულა რომში. პეტრე – ჯვარზე უკუღმა დაკიდებით, ხოლო პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.


დღესასწაულს ქართველი კათოლიკეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ თბილისში, წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში. ამ ტაძარს ასევე მოიხსენიებენ, როგორც პოლონელების ეკლესიას, რადგან მისი მშენებლობისთვის ქართველმა წარჩინებულებმა და პოლოთის იმდროინდელმა დიასპორამ ფინანსური სახსრები გაიღეს და ფიზიკურადაც იმუშვეს.


სადღესასწულო წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ვატიკანის ელჩთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დროს ეპისკოპოსთან მსახურება შეასრულა ახლად ხელსდასხმულმა დიაკონმა ბექა ჩილინგარაშვილმა. ქადაგება წარმოთქვა ვატიკანის ელჩმა, რომელმაც აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ეკლესიისათვის და თითოეული კათოლიკესათვის. მან ასევე ისაუბრა მოქიცულთა მოწოდებაზე და მათ როლზე ეკლესიის აღორძინებაში.


წირვის ბოლოს წინამძღვარმა მამა მაჩეი მამაიმ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სასულიერო პირებს.