top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჭადრაკის ჩემპიონატი რელიგიურ ორგანიზაციებს შორის



საქართველოში კათოლიკე ეკლესია ჭადრაკში ინტერრელიგიური ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. იგი 16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება და სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება.


ჩემპიონატს ორგანიზებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფოსააგენტო უწევს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების დაწყებასთან დაკავშირებით.


„რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“.


ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ორგანიზაციები: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მუსლიმთა სამმართველო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია, საქართველოს ებრაელთა კავშირი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი და ეზიდთა სასულიერო საბჭო.


მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით.

ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.


catholic.ge

Comments


bottom of page