top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხანძარი საბერძნეთში – 'საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა'



საბერძნეთში ხუთასზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა. 30 წლის მანძილზე, ეს ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია. ხელისუფლებას ზარალის დათვლა უჭირს. საბერძნეთის „კარიტასი“ საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.


ქვეყანაში სტიქიური მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საბერძნეთის მთავრობამ მხარდაჭერის შესახებ თხოვნა გამოაქვეყნა, რასაც ევროკავშირის 20 ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთი გამოეხმაურა. ისინი საბერძნეთს 500 მილიონი ევროთი დაეხმარებიან.


პრემიერ–მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმ შეცდომების გამო, რაც მისმა კაბინეტმა ხანძრის ქრობის დროს დაუშვა: “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანურ ძალებს არ აღემატება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა”,– აღიარა პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში.


ხანძრის შედეგად ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ადგილია საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძული ევბა. კვირიდან მოყოლებული მოსახლეობა მეხანძრეებთან ერთად ებრძვისხანზრს, რათა ცეცხლიუახლოეს ქალაქებსა და სოფლებში არ გავრცელდეს. ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ხანძრის გამო დაახლოებით 200–მა ადამიანმა დაკარგდა საცხოვრებელი: “აქ დამნაშავე არა მხოლოდ სიცხე და გვალვაა, არამედ ადამიანებიც”, – აღნიშნავს საბერძნეთის „კარიტასის“ წარმომადგენელი ლიზეტა მილიარი.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page