• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჯვრისწერა ჰეშკილში – ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე


ვალის კათოლიკური სამრევლოს წევრებმა სვანეთის მთებში, ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე, ჰეშკილში ჯვარი დაიწერეს. ნათია პუხაევი და მამუკა ხითარიშვილი 17 წლის ცოლ–ქმარი არიან, თუმცა ამ დრომდე რელიგიურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.


ჯვრისწერის საიდუმლო ვალის სამრევლოს წინამძღვარმა, მამა მიხეილ სურმავამ აღავლინა.


„ვალის სამრევლოდან 6 ოჯახისათვის დავგეგმეთ სვანეთში სულიერი ვარჯიშები და ერთობლივი დასვენება. მომივიდა იდეა, რომ კარგი იქნება გავაკეთოთ ჯვრისწერაც. იდეას დაეთანხმა წყვილი. დაახლოებით 30 ადამიანი შევიკრიბეთ და ბუნებაში გავაკეთეთ ჯვრისწერა. ეს ერთ–ერთი უნიკალური ჯვრისწერაა საქართველოში, რადგან მსგავსი რამე არასდროს ყოფილა აქამდე“, – ჰყვება წინამძღვარი.


მისივე თქმით, წყვილი ჯვრისწერამდე ტრადიციულად მომზადებას გადიოდა. ლიტურგიამ კი სვანეთში მზიანი ამინდის ფონზე ჩაიარა.

ოჯახები სულიერ ვარჯიშებსა და სვანეთში ერთობლივად დასვენებას აგრძელებენ.



Catholic.ge