27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2005 წლის 1 ნოემბერს დაადგინა, 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთში „სიკვდილის ბანაკად“ წოდებული საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიტს ბირკენაუ (ოსვენციმი, პოლონეთი) გაათავისუფლეს.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მიერ დახოცილთა მოხსენიებააა, არამედ იგი ეწინააღმდეგება ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის არაღიარებას.
პოლონეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ დღეზე, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე საკონცენტრაციო ბანაკში მივიდა, იქ აბსულუტური სიჩუმე იყო. პაპმა ყოფილ გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკის მთავარ შესასველში შეაბიჯა, სადაც წარწერაა გაკეთებული „Arbeit Macht Frei“ (შრომა ათავისუფლებს). შემდგომ შეჩერდა თავშეყრის მოედანთან და ეამბორა ბოძს, რომელსაც იყენებდნენ ჩამოსახრჩობად. ამის შემდეგ პაპმა მეთერთმეტე ბლოკი გაიარა.
პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ სასჯელის აღსრულების ადგილი 2006 წლის 28 მაისს მოინახულა. წმინდა მამა ასევე შეჩერდა საკონცენტრაციო ბანაკის ჭიშკართან, გაიარა მეთერთმეტე ბლოკი და დუმილში ილოცა დასახვრეტ კედელთან. იგი შეხვდა ბანაკის ყოფილ ტყვეებს, შემდგომ კი მოინახულა წმინდა მაქსიმილან კოლბეს საკანი. გაიარა ბანაკის ტერიტორია და შეხვდა ლოცვისა და დიალოგის ცენტრის ორგანიზატორებს. ბოლოს კი, აღავლინა ღვთისმსახურება კათოლიკე, მართლმადიდებელი და აუგსბურგის ევანგელური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად.
1977 წლის 7 ივნისს, წმინდა იოანე პავლე მეორემ პოლონეთში პირველი ვიზიტისას, მოინახულა აუშვიც-ბირკნაუს ჰიტლერის გამანადგურებელი საკონცენტრაციო ბანაკი. იმყოფებოდა მაქსიმილიან მარია კოლბეს საკანში, გვირგვინით შეამკო და ილოცა ბანაკში დახოცილთათვის. წმინდა მამამ ასევე ილოცა კლუგერების ოჯახისთვის, რომლებიც დახოცეს ამავე ბანაკში, ეს ოჯახი ვოიტილებთან დაახლოებული ოჯახი იყო.
წყარო: idmjp2.pl
მოამზადა შოთა გიქოშვილმა
Comments